ნიგერიის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს, საქართველოში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ
საზოგადოება - 18:24, 07 Dec, 2013     4724

ნიგერიის მოქალაქე სეუნ ამბროსე აგბაკოსს, რომელიც საქართველოს მოქალაქეზეა დაქორწინებული, საქართველოში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ. ნიგერიის მოქალაქემ, რომელიც 2010 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, რამდენიმე თვის წინ უარი ჯერ დროებით ბინადრობაზე, მოგვიანებით კი დროებით ვიზაზე მიიღო. მისი მეუღლე რუსთაველი მაია ლომსაძე დახმარებას ითხოვს. შესაბამის უწყებაში უარის ორი მიზეზი სახელდება : არაოფიციალური- ,,ახლა სხვა პოლიტიკაა“ და ოფიციალური - ,,ნიგერიის მოქალაქე სეუნ ამბროსე აგბაკოსი საშიშროებას წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის“.

,,2012 წლის 26 ოქტომბერს ვიქორწინე ნიგერიის მოქალაქეზე, რომელიც 2010 წლიდან აქ ცხოვრობს, სწავლობდა მაშინ. ერთი წელია დაქორწინებულები ვართ. მოინათლა მართლამდიდებლურად, ჯვარიც დაწერილი გავქვს… ოქტომბრის შუა რიცხვებში იუსიტიციის სახლმა გვირჩია, შეგვეტანა განაცხადი დროებით ბინადრობაზე, რაზეც უარი მივიღეთ 18 ნოემბერს. მეორე დღესვე შევიტანეთ განაცხადი დროებით ვიზაზე, ამაზეც უარი მივიღეთ. დავწერეთ საჩივარი, მაგრამ როგორც მითხრეს, ახალი პოლიტიკაა და მაინც უარი მოვაო. ერთ თვეში ბავშვის გაგვიჩნდება და არ ვიცი ვის მივმართო და რა გავაკეთო…

ყოველთვე შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი ვიზაზეო, მაგრამ ახლა თუ უარს ამბობენ, მერე მისცემენ ვიზას? პირად საუბარში გვეუბნებიან, კონტრდაზვერვის უარიაო. ალოგიკურია ყველაფერი…

ოჯახს მინგრევენ და წასასვლელი არსად მაქვს. ეკლესია,მამა პაატა მრევლი და უამრავი რუსთაველი მზადაა რეკომენდაცია გაუწიონ და ფეხზე დადგნენ ჩემი მეუღლის გამო! თან მე-9 თვეში მყოფ ორსულს. მიშველეთ რამე!” - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ მაია ლომსაძემ.

მისი თქმით, მის მეუღლეს ყველა საბუთი წესრიგში აქვს და დროებით ბინადრობის უფლების მიღება შეეძლო, თუმცა უარი უთხრეს. „შევიტანეთ ქორწინების, ჯვრისწერის მოწმობები, ბანკიდან ამონაწერი 4000 ლარით, მაგრამ უცებ უარი მივიღეთ. ის მუხლები, რის მიხედვითაც უარს გვეუბნებიან ალოგიკურია. წერია, რომ შესაძელებელია, ჩემი მეუღლე საშიშროებას წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის. ეს აბსურდული მიზეზია და კონკრეტულად არავინ საუბრობს.

როგორც იურისტებმა ამიხსნეს, ამ მუხლს იყენებენ, როდესაც კონკრეტული პასუხი არ აქვთ. 3 წელია აქ არის და იმდენჯერ შეგვამოწმეს, საშიში რომ ყოფილიყო აქამდე დაიჭერდნენ ან გაადეპორტებდნენ.“- ამბობს ლომსაძე. ლომსაძის მეუღლეს იურისტები ურჩევენ საზღვარი გადაკვეთოს და ქვეყანაში თავიდან შემოვიდეს, მაგრამ ოჯახი შიშობს, რომ მესაზღვრეები მას არ შემოუშვებენ.

„საზღვრის გადაკვეთა და ხელახლა შემოსვლა დიდი რისკია. მეორე ვარიანტია, ბავშვის გაჩენის შემდეგ რომ დავურთოთ დაბადების მოწმობა, მაგრამ იუსტიციის სახლში ეს არავის აინტერესებს. სხვას კი ვერავის მივაწვდინე ხმა. წესით, თუ საჩივარზე მოვა უარი და კიდევ შევიტანთ განაცხადს ვიზაზე, მოგვიწევს ჯარიმის და ვიზის თანხის გადახდა. არც ვიცი კონკრეტულად რამდენია.ალბათ 300 ლარამდე,“- ამბობს ლომსაძე.

მაია ლომსაძე გერმანულ ენაში მოსწავლეებს კერძოდ ამეცადინებს, მისი მეუღლე კი სტაჟიორია ლიფტების კომპანიაში, ის ფინანსურ დახმარებას ნიგერიიდან იღებს, ოჯახი ამბობს, რომ მათ ყოველთვიურად დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ შეუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42