მოდის სამყაროში სკანდალი იშვიათობა ნამდვილად არ არის, მათი მიზეზი ძირითადად საკულტო სამოდელო ბრენდების სარეკლამო კამპანიები ხდება.
ნარკოტიკები, ოჯახური ძალადობა და „ბრენდირებული“ ვარცხნილობები ინტიმურ ადგილებში. გთავაზობთ ყველაზე სკანდალურ სარეკლამო კამპანიებს, რომლებმაც მსოფლიო და მედია აალაპარაკეს.
2007 წელს Tom Ford–ის ახალი არომატის სარეკლამო კამპანიის გადაღება მსოფლიოს ყველაზე პროვოკატორ ფოტოგრაფს მიანდეს – სკანდალურ ტერი რიჩარდსონს. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – თავად არომატის გადაღებას, ფოტოგრაფმა „ცოცხალი დეკორაციის“ გადაღება ამჯობინა, კერძოდ კი არომატის ფლაკონი მოდელის მკერდსა და ფეხებს შუაში. რეკლამამ დიდ სკანდალს გაუკეთა პროვოცირება, რამდენიმე ქვეყანაში კი ის საერთოდ აკრძალეს.


სკანდალი გამოიწვია Gucci–ს 2003 წლის სარეკლამო კამპანიამაც, სადაც მოდელს გენიტალიაზე ბრედის ლოგოს გამოსახულების ვარცხნილობა ჰქონდა. აღნიშნულის შემოქმედი კი ცნობილი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო გახლდათ.

2015 წელს სკანდალი აგორდა Miu Miu–ს გარშემოც. სარეკლამო კამპანიის ერთ–ერთი მთავარი გმირი მსახიობი მია გოტი გახლდათ. მსოფლიო საზოგადოებამ სარეკლამო კამპანია სასტიკად გააკრიტიკა და ბრენდს პედოფილიის პროპაგანდაში დასდო ბრალი, რადგან დიდი უმრავლესობა ამბობდა, რომ ფოტოზე გამოსახულია „ბავშვი, რომელიც გამომწვევ პოზაშია წარმოდგენილი“. კადრი აკრძალეს, თუმცა სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირი სრულწლოვანი გახლდათ.

Sisley– ს სარეკლამო კამპანიები ხშირად გახლავთ სკანდალის მიზეზი, თუ რატომ, ამას ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე იხილავთ.



United Colours of Benetton კი ამ ფოტოებმა გახვიეს სკანდალში



მასალის გამოყენების პირობები






