თუ ფიქრობთ რომ სვიტრისგან შემდგარი ლუქი ძალიან უბრალოდ გამოიყურება, გირჩევთ გადახედოთ ამ სტატის, სადაც საუბარია 9 ცტილზე, რომელიც 2021 წლის გაზაფხულისთვის მოდის სტანდარტების მიმდევრად გაგრძნობინებთ თავს.
აიღე მაგალითი ვიქტორია ბექჰემისგან და დიდი ზომის, ნაქსოვი სვიტრი შეუხამეთ გრძელ ქვედაბოლოს – ეს სტილი განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა–ზამთრის სეზონზე, თუმცა გაზაფხულზეც შესაძლებელია. შეგიძლიათ ასეთ სტილზე მოირგოთ როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე სამხედრო სტილის ჩექმებიც.

სვიტრი ასევე იდეალურად მოერგება სეზონის ყველაზე მოდურ შარვალსაც. შეარჩიეთ მსუბუქი ქსოვილის სვიტრი, რათა შარვალთან შერწყმისას მარტივად დააფიქსიროთ ქამრით.

სვიტრით შეგიძლიათ სამუშაო სტილიც შეიქმნათ და ს იდეალურად შეუხამოთ პიჯაკს.

ასევე იდეალურია მოკლე ქვედაბოლოსთან ტანდემიც.

ამ ტიპის ზედატანი ძალიან უხდება ჯინსის შარვალსაც, სტილი თავად შეირჩიეთ, ასევე შეგიძლიათ მოირგოთ ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ის შეგიძლიათ ზაფხულშიც მოირგოთ, უბრალოდ მოიხვიოთ მხრებზე და იდეალური, მოდური ლუქი შეიქმნათ.




მასალის გამოყენების პირობები






