დაჩი გრძელიშვილი: რა დახუთულობა და სიბნელეა, იქნებ გამოვაღოთ, გავანათოთ და გავანიავოთ?
სოც.მედია - 12:22, 07 Dec, 2013     8543

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად საქართველოში რასებულ რეალობასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ „ვითომ მართლმადიდებლობის სიყვარულით ისევ მართლმადიდებლობას ვაკნინებთ“:

„საფრანგეთმაო, ეიფელის კოშკი უკრაინის დროშის ფერებში გაანათაო;

გერმანიამო, მიუნხეინის აეროპორტში უკრაინელები ევროკავშირის გასასვლელში გაატარაო...

უკრაინელები ძმები არიან, თანავუგრძნობ.

მაგრამ თან, 2008-ის გახსენებაზე იმ ნაცემი ბავშვივით მტკივა გული, ეზოში რომ არავინ გამოსარჩლებია...

ვითომ, მარტო მიშას მავნებლობის ბრალი იყო? თუ უფრო იმისა, მოდგმითა და ჯიშით ევროპელები, შიგადაშიგ ძალად რომ ვიბნელებთ ხოლმე თავს უმეცრობით?

ვითომ მართლმადიდებლობის სიყვარულით, ისევ მართლმადიდებლობას რომ ვაკნინებთ ხოლმე, როდესაც სიძულვილით სიყვარულისთვის ვიბრძვით? როდესაც ერთმანეთის ლანძღვა-მუქარით, ერთმანეთს პატრიარქის სიყვარულში ვეჯიბრებით?

სადამდე დავედით რომ ჩვენ, ქართველებს, სინაგოგა და მეჩეთი გვაშინებს და გვიკვირს?

ქრისტეს კვართი ვინ ჩამოგვიტანა მცხეთაში? - ებრაელებმა.

რა რწმენის იყო ერეკლეს ერთგული „200 თათარი“, თბილისის მისადგომებთან განსაკუთრებული სისასტიკით რომ დახოცა აღამაჰმად ხანმა? - მუსულმანი.

რატომ გვგონია, რომ ან სიგარეტის კვამლით გაბუღულ სუფრაზე პატრიარქის დღეგრძელობა გვაცხონებს, ან ფახი-ფუხით შესმული საქართველოს სადღეგრძელო გააბრწყინებს ივერიას ?

რა დახუთულობა და სიბნელეა...

სადღაც, აქ, დიდი ფანჯრები იყო, მთაწმინედელებისა და ოპიზრების გამშვენებული - იქნებ გამოვაღოთ, გავანათოთ და გავანიავოთ?

იქნებ, ის სამყარო დავინახოთ, სადაც არც ღიმილია დეფიციტური და არც შავია საყვარელი ფერი?

იქნებ, ერთხელ მაინც, ჩვენს ჯამს მოვწყვიტოთ თვალი, რომ ქუთაისიდან მცხეთისაკენ, ხელნაწერებით დატვირთული ურმით მიმავალი ექვთიმე აღმსარებელი დავინახოთ - რა აბედინებს ქართულ საგალობლებზე ზრუნვას მძვინვარე 20-იან წლებში - როდესაც ქუთათელი მიტროპოლიტი დახვრეტილია, პატრიარქი ამბროსი კი ციხეში ზის?

ან ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს რა აბედინებს, მთავრობის ნაჩუქარი ჯიპი, წარსულ დროში, ეკლესიის გადატანილი ამ წამებისა და გმირობის კომპენსაციად მონათლოს?

თუ პირიქით, კარგად დავგმანოთ, საიდანაც კი ოდნავ რამე სინათლე აღწევს?

ამ სიბნელეში თვითონვე შევქმნათ მითიური „გარყვნილი და ბოროტი დასავლეთი“, მერე თვითონვე, „გმირულად“ გავანადგუროთ და ამ არარსებულთან ბრძოლაში დაღლილები, ძმურად ჩავეხუტოთ საქართველოს ერთმორწმუნე სიკვდილს - სახელად რუსეთს რომ ეძახიან?“, - წერს დაჩი გრძელიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42