ერთერთი უკრაინული ახლაგზარდული ორგანიზაცია კიევში მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ გამოსვლას ეხმიანება და მისი წარმომადგენელი „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს.
ის წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის კიევში დარჩენის მოთხოვნის ამსახველი პლაკატით შეეცდება, პატივისცემა გამოხატოს, მისივე თქმით, „უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის“ მიმართ. უკრაინელი ახალგაზრდის სტატუსს „პოლიტიკო.ჯი“ აქვეყნებს:
„შაბათს ევრომაიდანზე გამოვა ადამიანი, პიროვნება, რომელიც არ არის უცოდველი, მაგრამ თანამედროვეობის ყველა უკრაინელი და ევროპელი პოლიტიკური მოღვაწის ფონზე უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსია – მიხეილ სააკაშვილი. პირადად მე მიტინგზე მივალ პლაკატით „МИША, ОСТАВАЙСЯ!“. ჩვენთვის აუცილებელია კლასიკური ლიბერალური რეფორმები, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც ესმის, რა არის თავისუფლება.
2013 წლის მიშა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამორჩეულად გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც წესით, უნდა გამოეტანა გაკვეთილები იმის შესახებ, როგორ უნდა ტარდებოდეს ლიბერალური რეფორმები, ასევე იმის შესახებ, რომ პოპულიზმთან თამაში ყოველთვის ცუდად მთავრდება რეფორმატორებისთვის, რომელთაც არ სჯერათ "საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსი“,
განსხვავებით დაუფარავი სოციალისტ–პოპულისტებისგან, რომელთაც „გადაუსწრეს“ მიშას და მის გუნდს ამ ველზე“ – წერს „ფეისბუქში“ ახალგაზრდა ოპოზიციონერი სტანისლავ ზოზულია და ამ განცხადებას მიმართვით ამთავრებს:
„Mikheil Saakashvili, Kakha Bendukidze, we need you in UKRAINE and even more than we need you, we need your policy!“.
მასალის გამოყენების პირობები






