მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია: სამართლიანობის აღდგენა თუ დამატებითი ბიუროკრატია?
საზოგადოება - 20:03, 06 Dec, 2013     2202
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის საკითხი. სახელმწიფოს მოხელეთა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საამისოდ უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანო - კომისია, რომელსაც მოქალაქე მიმართავს საჩივრით და თუ კომისია მიიჩნევს, რომ უკვე არსებული სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, ამ გადაწყვეტილებას გადაუგზავნის სასამართლოს, რომელმაც უნდა ხელახლა შეისწავლოს საქმე და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.


რეფორმატორთა კლუბში მიგვაჩნია, რომ კომისიის შექმნის იდეა სულაც არ წარმოადგენს სიახლეს, იმიტომ რომ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის მექანიზმები ადრეც არსებობდა და დღესაც არსებობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში.


კერძოდ, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს ინსტანციებში, მხარეებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მიმართონ სასამართლოს ისეთი ახალი მტკიცებულებებითა და გარემოებებით, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადრე გამოტანილი გადაწყვეტილება.


მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს ყაჩაღობის ჩადენისათვის მიუსაჯა 10 წელი. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა განაჩენი უცვლელად დატოვა ძალაში. 5 წლის შემდეგ, მსჯავრდებულის მხარემ მოიძია მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული ყაჩაღობის ჩადენის დროს მკურნალობდა საავადმყოფოში. მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს პირდაპირ მიმართოს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით და მოითხოვოს ახლად გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით ძველი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გათავისუფლება.

მიმართვიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად დასაბუთებულია საჩივარი და ამის შემდგომ ნიშნავს საქმის განხილვას.

საქმის განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს ადრე გამოტანილი განაჩენი დატოვოს უცვლელად, შეცვალოს ან საერთოდ გააუქმოს და გაათავისუფლოს მსჯავრდებული.
სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში.


როგორც ვხედავთ, საქართველოს კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საკმაოდ მარტივ და სწრაფ პროცედურებს ითვალისწინებს. ამ მექანიზმის დადებით მხარეს წარმოადგენს მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სასამართლოსთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა.


რას გვთავაზობენ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მხარდამჭერები:


სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, მსჯავრებულის მხარე საჩივრით მიმართავს კომისიას, რომელიც შეისწავლის საქმეს და თუ მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა უკანონოდ და შეიცავს ხარვეზებს, გადაუგზავნის საქმეს სასამართლოს.


თუ ერთმანეთს შევადარებთ მოქმედ პროცედურებსა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის იდეას, ახალს ვერაფერს აღმოვაჩენთ, გარდა იმისა, რომ იქმნება დამატებითი ბარიერი მსჯავრდებულსა და სასამართლოს შორის, რომელიც ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით შეაფერხებს, გაართულებს მსჯავრდებულთა უფლების რეალიზაციას საქმეების გადასინჯვასთან დაკავშირებით.



ირაკლი კობიძე

"რეფორმატორთა კლუბი“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42