ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს შესაბამისი ორგანო, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.
პროკურორი იმედს გამოთქვამს, რომ "ამ შემთხვევაში მაინც ბრალდებული მოიქცევა სათანადოდ" გამოცხადდება შესაბამის ორგანოში.
"ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ხელმძღვანელობს მე რამე კონკრეტულს ვერ გეტყვით, თუმცა კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამისთვის არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით, საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას", - თქვა მიხეილ სადრაძემ.
შეგახსენებთ , რომ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები