თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება - პეტრე ცისკარიშვილი
სამართალი - 19:29, 17 Feb, 2021     1362

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ.

ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, თუ როგორ დაიცავს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს , თუმცა, მისივე თქმით, იმედი აქვს კეთილგონიერება ეყოფათ და პატიმრობას არ შეუფარდებენ.

"ჩვენთვის მთავარია ოპოზიცია იყოს ერთად, პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის, მხოლოდ ჩვენი პარტია არ აკეთებს, კოორდინაციაში ვართ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, ერთ მხარეს არის "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. ხალხს ჰგონია, რომ ბიძინა გასულია პოლიტიკიდან და კობახიძეები და გახარიები იღებენ გადაწყვეტილებას. ასეთი გადაწყვეტილებების დროს ივანიშვილი ჩარეულია და ახლა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მოსამართლე გამოაცხადებს იმ გადაწყვეტილებას, რაც "ქართული ოცნებიდან" უკარნახეს.

პროგნოზსს არ გავაკეთებ, იმედი მაქვს კეთილგონიერება ეყოფათ და პატიმრობას არ შეუფარდებენ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენი ამოცანაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი,"- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.

შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს - პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ენმ-ს ოფისში მომღერალი ბუბა კიკაბიძეც მივიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42