კითხვაზე : "ნიკა მელიას საქმის გარდა, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა გირაოსთან ერთად, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყოს ელექტრონული მონიტორინგი, აეკრძალათ საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა და მოქალაქეებთან კომუნიკაცია" პროკურორი პასუხობს, რომ მის "პრაკტიკაში უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა დამატებითი ღონისძიებების გარეშე".
"ჩემს პრაქტიკაში უფრო მეტად გამოყენებული იყო პატიმრობა, დამატებითი ღონისძიებების გარეშე. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, სხვა დეპარტამენტს უნდა მიმართოთ, ვინც ანალიზს აკეთებს სისხლის სამართლის საქმეების.
მელიას ნაირი რანგის, ან ამ სახის დანაშაული პრაქტიკაში შეუძლებელია რომ ბევრი იყოს, რადგან ყოველ წელს არ ხდება ასეთი დანაშაული და ყოველ წელს ბრალდებულები არ გვყავს ასეთი მუხლით",- თქვა პროკურორმა ია დარჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ უკვე 2 საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესი უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება და პროკურატურა ოპოზიციის ლიდერისთვის აღკვეთის პატიმრობით დამძიმებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






