„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის სამოქალაქო კამპანია გამართეს
საზოგადოება - 19:02, 06 Dec, 2013     1665

გზამკვლევში წარმოდგენილია საკითხები სამოქალაქო უფლებების, ადმინისტრაციული, სისიხლის–სამართლებრივი, საოჯახო, შრომის სამართლის შესახებ. ამასთან, ცალკე ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ორგანოებთან/ინსტიტუციებთან, სასამართლოსთან კომუნიკაციის საკითხს. გზამკვლევში მოცემულია საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების საკონტაქტო ბაზაც, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს კომუნიკაციას საჯარო უწყებებთან.

ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეები სათანადოდ ერკვეოდნენ იურიდიულ/სამართლებრივ საკითხებში, ჰქონდეთ შესაბამისი წარმოდგენა კერძო და საჯარო პირებთან ურთიერთობის დროს და შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებში შეეძლოთ თანმდევი რისკებისა და გამოწვევების შეფასება.

ორგანიზაციამ გზამკვლევის შექმნის გადაწყვეტილება არაერთი მოქალაქის ადვოკატირების პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღო და მოიცვა თემები, რომელიც იურიდიული კონსულტაციების გაწევის პროცესში გამოიკვეთა. გზამკვლევი, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, პირველ ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში მოამზადა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მომავალშიც გეგმავს საზოგადოებას გზამკვლევის ახალი რედაქცია შესთავაზოს, მათ შორის გზამკვლევი გამოიცემა და გავრცელდება ეთნიკურად არაქართულენოვან რეგიონებში. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია დონორებთან უკვე მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42