მიუსაფარი ცხოველების დახმარება ერთ–ერთი საუკეთესო გამოვლინებაა სიკეთისა, რომელსაც ალბათ ყოველდღიურად ვაწყდებით. თუმცა, ეს ისტორია განსაკუთრებულია. 65 წლის უსახლკარო ქალი მექსიკიდან, რომელიც წვიმისა და სიცივისგან თავის დასაცავად ნაგვის შავ პარკში იპოვეს გახვეული.
ლუს მარია ოლმედო ბელტრანი, რომლის მეტსახელიც ხლოეა, 8 წელია ქუჩაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ის არ დაინდო, მაინც საკუთარ თავზე მეტად მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს.
ფოტოგრაფმა ომარ კამარილომ ხლოე ნაგვის პარკში ექვს ძაღლთან ერთად გახვეული გადაიღო. სამართალდამცავებისა და შესაბამისი სამსახურის ადგილზე გამოძახების მიუხედავად, უსახლკარო ქალმა თავშესაფარში გადაყვანაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ იქ მის მეგობარ ოთხფეხებს არ მიიღებდნენ და მათზე აღარავინ იზრუნებდა, ამიტომ, კვლავ ქუჩაში დარჩენა ამჯობინა.
მას შემდეგ, რაც ეს ისტორია ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხლოეს დახმარება გადაწყვიტა, მას ერთ–ერთ ფარდულში კარავი დაუდგეს და საკვებითა და წყლით ეხმარებიან, როგორც თავად მისთვის, ასევე ძაღლებისთვისაც.









მასალის გამოყენების პირობები






