პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა
საზოგადოება - 16:21, 06 Dec, 2013     2070

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს   გიორგი შარაბიძისა და ეკატერინე მოდებაძის კანდიდატურები წარუდგინა.

 

გიორგი შარაბიძე 2012 წლის ივნისიდან დღემდე UNDP-ის საქართველოს საარჩევნო დახმარების პროექტის „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ ტრეინინგ-ოფიცერია, 2009-2010 წლებში იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრეინინგების სამმართველოს ტრეინინგების სპეციალისტი იყო.  გიორგი შარაბიძე  2009 წელს მუშაობდა საქართველოში UNDP-ის  BRIDGE ფასილიტატორად. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. გიორგი მოდებაძე ფლობს  BRIDGE-ის სერტიფიკატს, 2013 წელს კი მიღებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი ეკატერინე მოდებაძე პროფესიით იურისტია. 2013 წლის იანვრიდან დღემდე  შპს „განათლების ექსპერტის“ იურისტად მუშაობს, ხოლო 2013 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით იყო სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის ტრენერი. 2012-2013 წლებში იყო ცეესკოს წარმომადგენელი სამგორის #6 საოლქო საარჩევნო კომისიაში.  2012 წელს მიღებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევო კონკურსი 19 ნოემბერს გამოცხადდა.  კანდიდატები ოთხკაციანმა კომისიამ შეარჩია, რომლიც დაკომპლექტდა  პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით: პრეზიდენტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე,  ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი დავით უმეკაშვილი, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური..

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ ადგილზე კომისიამ 24  განაცხადი განიხილა და  პარლამენტში წარსადგენად   გიორგი შარაბიძისა და ეკატერინე მოდებაძის კანდიდატურები შეარჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42