კარტოფილზე ფასის ყოველდღიურად მატება სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას ამძიმებს. აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური.
ლომოურის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც მცირედი შემოსავლის გამო საკვებად ძირითადად კარტოფილს და სხვა იაფიან საკვებ პროდუქტს იყენებენ ფასების მომატება მათ ცხოვრების დონეზე მკვეთრად აისახება.
”ყურადღება სწორედ კარტოფილზე არის გამახვილებული იქიდან გამომდინარე, რომ მისის ფასი ყოველდღიურად იმატებს და მოვაჭრეების ინფორმაციით, შესაძლებელია კილოგრამი კარტოფილი ორი ლარი გახდეს. სახელმწიფო პოლიტიკა სასურსათო პროდუქციასთან მიმართბაში უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული, რადგან ქვეყანას ჰყავს სოციალურად დაუცველი ოჯახები და მათი ცხოვრების დონე არ უნდა გაუარესდეს.” - განმარტავს ლომოური.
მასალის გამოყენების პირობები






