„არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს“, - ამის სესახებ მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა ,,ალიასთან“ საუბარში ამბობს. მისი თქმით, საამისო ნიშნები უკვე გამოიკვეთა:
„აბა, რა იქნება, როცა ჩვენ სადღაც ვეტენებით? ჩვენი ხალხისთვის რომ ეს კარგად არ დამთავრდება, ეს ცხადია. აქ უამრავი ქართველია არალეგალურად შემოსული, საწყალი ხალხი ორ კაპიკს შოვლობს. ტაჯიკებს უკვე დედა უტირეს, ერთ დღეში 3 000 კაცი დაადეპოტრეს...
ახლა გვაიგე, ქართველებიც დაუჭერიათ, ჯერ არ ვიცით, რას გაუკეთებენ. ჩვენი ხელისუფლება იძახის, რუსეთთან სიტუაციის დათბობა გვინდაო და მე მგონი, პირიქით გამოდის. იძახე, რამდენიც გინდა, ოკუპანტი ხარ, ოკუპანტიო, ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ ტერიტორებს მიიტაცებენ კი არა, უარესს დაგვმართებენ“, - ამბობს გიორგი გაბედავას მამა და უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერთა ჩასვლასაც ეხმიანება:
„გიორგი ბარამიძესა და მაგის ნაძირალა თანამოაზრეებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინაც და საქართველოც, ეგენი თავიანთ თავს იცავენ, იციან, მალე დედა ეტირებათ და ჩავიდნენ კიევში. ცოტა ხანში ეცდებიან, საქართელოში აურიონ სიტუაცია და მერე იტყვიან:
უკრაინელებო, ჩვენ ხომ მოგეხმარეთ, ახლა სიტყვა თქვენზეა, თქვენც დაგვეხმარეთ ხელისუფლების დამხობაშიო... ცოტა ხანში ესენი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაიწყებენ არევას“, - აცხადებს გაბედავა.
მასალის გამოყენების პირობები






