" მივხვდი რომ აღარ მომწონს, მომბეზრდა..." - ნუკი კოშკელიშვილი
სოც.მედია - 17:19, 13 Feb, 2021     12865

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მრავალი წელია გარეგნობაში ცვლილებები არ შეუტანია. მოდელი ფოლოვერების აზრით დაინტერესდა და ჰკითხა, თუ რა უნდა შეცვალოს გარეგნობაში, რადგან ცვლილებები აუცილებელია.

"ძველი ფოტო ვიპოვე და ბარემ დავწერ....

იცით რაზე ვფიქრობ.. რა უცნაურია ჩვენი ბუნება. ყველაფერი გვბეზრდება. რას ვგულისხმობ? აი ავიღოთ მამაკაცი რომელიც გიჟდება ვიღაც გოგოზე, მასზე ლამაზი მეორე არ ჰგონია, მოყავს ცოლად და რა?... თვალი ეჩვევა და ის ასევე უყვარს, ასევე ელამაზება მაგრამ უკვე შეჩვეულია და აღფრთოვანებას აღარ იწვევს.ან არ გსმენიათ ბიჭი გოგოს რომ დასდევს წლები და რომ მიიღებს საპასუხო ყურადღებას და მერე ქრება, ინტერესი აღარ აქვს..? ან კარგით, ნუ ავიღებთ ქალს და მამაკაცს, უბრალოდ ადამიანები ავიღოთ. აი ერთი ცნობილი გოგოა წლებია ისე მელამაზება სიტყვებით ვერ ავღწერ (არ სცადოთ გამოცნობა, ვერ გამოიცნობთ უცხოელია) სულ ვადევნებ თვალს და ქალურად მშურს მისი სილამაზის, გავიდა დრო და არვიცი თვალი შემეჩვია, არვიცი გემოვნება მე შემეცვალა ან მას არაფერი შეეცვალა და ამიტომ, მივხვდი რომ აღარ მომწონს, მომბეზრდა. მანდ აუცილებლად ვხვდებით, რომ ვერ ვიტანთ ერთფეროვნებას, სულ გვჭირდება გარდა ვიზუალურის ასევე შინაარსობრივი ინტერესის გამოწვევა. ესეიგი რა გამოდის იმისთვის რომ იყო სასურველი გინდ სასიყვარულო ურთიერთობაში გინდ ისე, უნდა მუდამ ცვლიდე გარეგნობას, ცოტათი მაინც და ცდილობდე მუდამ, რომ შენ ცხოვრებაში რაღაც ხდებოდეს ახალი, იქნება ეს ინტერესი, ჰობი, მოვლენა.. ასეა??? თუ ასეა ისიც მითხარით მე რა შევცვალო, იმიტომ რომ გარეგნობაში მგონი ვარდების რევოლიუციის მერე არაფერი შემიცვლია.... " - წერს კოშკელიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42