აქცია საზოგადოებრივ კავშირ „დროას" ორგანიზებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში გაიმართა. საოკუპაციო ხაზთან შეკრებილმა 100 ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოში რუსეთის ქმედებები გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები ღოღეთში საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშებით ჩავიდნენ და მავთულხლართებთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, მოგვიანებით მათ ჰაერში უკრაინის საქართველოს და ევროკავშირის დროშის ფერებში საჰაერო ბუშტები გაუშვეს და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მკაფიო განცხადებების გაკეთებისაკენ მოუწოდეს:
„ჩვენ ჩამოვედით, რათა გავაპროტესტოთ რუსეთის ქმედებები, ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას რაც დასაგმობია. ჩვენ ასევე ჩამოვიტანეთ აქ საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გააკეთონ მკაფიო განცხადებები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანააა და არაა გამორიცხული, სამომავლოდ ჩვენც იგივე დღეში ჩავვარდეთ, როგორშიც დღეს უკრაინელი ხალხია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის და ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშიარში ინტეგრაციას", - აცხადებს საზოგადოებრივი კავშირი „დროას“ წარმომადგენელი თეონა ჭალიძე.
კავშირ „დროას“ დღევანდელ აქციას დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სტუდენტური მოძრაობა „ანტიპოდები“, „აპრიორი“ და „საზოგადოებრივი ინიციატივა“ შეუერთდა.
აქციაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.
გიორგი ახალკაცი, „ნიუპოსტი“, ღოღეთი.
მასალის გამოყენების პირობები






