სასამართლომ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესება კონსტიტუციურად ცნო
სამართალი - 19:18, 11 Feb, 2021     2037

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, სახელისუფლებო შეზღუდვების უმეტესი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია - კერძოდ, საქმე ეხება პაატა დიასამიძის, გიორგი ჩიტიძის, ედუარდ მარიკაშვილისა და ლიკა საჯაიას სარჩელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გაასაჩივრა, რომლითაც ხელისუფლებას მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა მიეცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონში შეტანილი ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.

დანარჩენი 4 სარჩელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონის შესახებ 45-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილებას კოლეგიის მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ და ხვიჩა კიკილაშვილმა დაუჭირეს მხარი. კოლეგიის მეოთხე მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ არ გაიზიარა სასამართლოს გადაწვყეტილება და განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა.

"ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე . მსგავსი დელეგირება უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განუხორციელებლობას, რაც შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან და მასში განმტკიცებულ ძირითად პრინციპებთან" , - წერს მოსამართლე კვერენჩხილაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს დაამტკიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42