მამა ილია: „არ ვართ ჩვენ გაბრწყინებული ერი... რა 100 ათასიანი მანქანა, მოდი, რა, გაყიდე და გაანაწილე...“
საზოგადოება - 12:37, 06 Dec, 2013     20252

ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახური მამა ილია ჩიკვაიძე "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ ვინც 100 ათასლარიანი მანქანით დადის და თან მარხულობს, ფარისევლობს - გინდ სასულიერო პირი იყოს და გინდ ერისკაცი.

„მარხვის დარღვევაა, როცა 100 000-იანი ჯიპით დადიხარ სასულიერო პირი, ეს არ შეიძლება, დაუშვებელია. როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო და არც საერო პირმა.

არც საერო პირს არა აქვს ამის უფლება, როცა ერი გაუბედურებულია. რა მნიშვნელობა აქვს მარხვას, თუ ხუთლარიან ბადრიჯნის ფხალს მიირთმევ და შენს გვერდით ვიღაცა მშიერი კვდება, რანაირი მარხვაა? ასეთ მარხვას ღმერთი კი არ შეიწირავს, რისხვას მოგაწევს.

მარხვა მაშინ იქნება, როცა 100 000-იან მანქანას გაყიდი, 5 000-იანს იყიდი და 95 000–ს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ, შენს ოჯახსაც და ეკლესიასაც, ესაა სარწმუნეობა. თუ ერისკაცი ხარ კიდევ, 5 000-იანს დაიტოვებ, დანარჩენს შენს ოჯახს მოახმარებ და შენს გარშემო ღატაკებს სიცოცხლეს გაუხარებ.

მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არა ვართ მორწმუნეები, ჩვენ ვართ ფარისევლები, ესაა ფარისევლობა, სხვა კი არაფერი!

სიმართლე უნდა ითქვას! თუ არ ითქვა, მაშინ ღმერთი არ იტყვის ჩვენზე წყალობას და დავიჯერებთ, რომ ვართ გაბრწყინებული ერი. არა ვართ გაბრწყინებული ერი, ჩვენ ვართ ცოდვებში მყოფი ერი. რა 100 000-იანი მანქანა, მოდი გაანაწილე რა, კაცო, საქართველოში გაჭირვება აღარ იქნება, ეს ხალხი გაიხარებს...", - ამბობს „კვირის პალიტრასთან" მამა ილია ჩიკვაიძე.

მთავარი ფოტო: ერთ-ერთი ეპარქიის მიტროპოლიტის კუთვნილი ძვირადღირებული მანქანა. სერია MFE, სავარაუდოდ, აღნიშნავს სიტყვას "მეუფე", რომლითაც ეპისკოპოსებს მოიხსენიებენ.

შიდა ფოტო: მამა ილია ჩიკვაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42