პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს არაფორმალური შეხვედრა ყოველგვარი დღის წესრიგის გარეშე ჩატარდა.
"მედიის წარმომადგენლები 5 სხვადასხვა დარბაზში ისხდნენ. ლაპარაკობდა ძირითადად პუტინი, რეფაქტორებმა მისთვის სიტყვის გაწყვეტინება ვერ გაბედეს," განუცხადა BBC-ის შეხვედრის ანონიმმა მონაწილემ.
მისივე თქმით, ერთადერთი მწვავე კითხვა, რომელიც შეხვედრაზე დაისვა, ნაცალნის შეეხებოდა. ამასთან ეს ერთადერთი საკითხი იყო, რომლის საჯაროდ გამოტანის უფლებაც რედაქტორებს შეეძლოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საუბრის დროს პუტინს ნავალნი სახელითა და გვარით არ უხსენებია, რაც უკვე ტრადიციათ იქცა. ამ საკითხზე პუტინმა განაცხადა, რომ მან თავიდანვე შესთავაზა ემანუილ მაკრონს, რომ ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დასავლეთისა და რუსეთის ერთობლივი მონაწილეობა.
საუბარი აღმოსავლეთ უკრაინასაც შეეხო. "ჩვენ დონბასს არ მივატოვებთ," - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






