ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე დასაქმების პროგრამის შესახებ იმსჯელებენ და კვლავ ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ.
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს რამდენიმე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი, ეს არის: ამომრჩევლის მოსყიდვა, თანხის მითვისება-გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
საქმე 2012 წელს დასქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას შეეხება, პროცესს დღეს ყოფილი პრემირ-მინსტრიც დაესწრება.
„გრძელდება ვანო მერაბიშვილის ტარება თბილისი-ქუთაისის რეისით, რვა საათიან გზაზე, დასაკითხია 3800-ზე მეტი მოწმე, დაცვის მხარე იძულებულია მიიღოს მონაწილეობა ამ კომიკურ აბსურდში. ჩვენს კითხვაზე იცნობენ თუ არა მერაბიშვილს ან ჭიაბერაშვილს, პასუხობენ, რომ არ იცნობენ“, - განაცხადა მერაბიშვილის უფლებადამცველმა.
მასალის გამოყენების პირობები






