მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავს.
დაცვის მხარე ითხოვს, რომ პროკურატურის არცერთი მტკიცებულება არ იქნეს ცნობილი დასაშვებად და განსაკუთრებით კი ის რუკები, რის საფუძველზეც მეცნიერებს დანაშაულს ედავებიან. ბრლადების მხარე კი ითხოვს, რომ დაცვის მიერ უცხოეთში წარმოებული ექსპერტიზები არ დაუშვას მტკიცებულებად მოსამართლეს.
"ჩვენი შუამდგომლობები არის დასაბუთებული და მოლოდინი, დასაბუთებულ შუამდგომლობაზე ერთადერთი შეიძლება გვქონდეს, რომ დაკმაყოფილდეს. თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლოს მხრიდან, ამაზე უკვე შემდგომ ვისაუბრებთ. ჯერ მოსამართლემ უნდა მოისმინოს არგუმენტები და მიიღოს გადაწყვეტილება," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილს დღევანდელი სასამართლო სხდომისგან ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოლოდინი აქვს.
"არგუმენტები იმდენად ცხადია, სასამართლოს უნდა გაუჭირდეს სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა იმისა, რომ დაუშვებლად ცნოს ბრალდების მტკიცებულებები. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ბრალდებას, დაუშვებლად იყოს მიჩნეული ჩვენს მიერ, საზღვარგარეთ უცხოელ ექსპერტთან დანიშნული ექსპერტიზის მიმართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ჩვენ ვთვლით, რომ ბრალდების მხარე ამ დოკუმენტების დაუშვებლობას ითხოვს იმიტომ, რომ მათ არ სურთ მეტი კვალიფიციური ექსპერტის მოსაზრება იყოს საქმეში წარმოდგენილი,"- აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






