გუდიაშვილის სკვერში, პროექტის კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის ფარგლებში ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით „ჭრელი კარავი“. ღონისძების მიზანს წარმოადგენს თბილისში მცხოვრები მრავალეროვანი მოსახლეობისკულტურული მრავალფეროვნების წარმოდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ თბილისში მცხოვრებიძველი ერების წარმომადგენლები, არამედ წარმოდგენილი იქნება ახალ მიგრანტთა კულტურაც.
ღონისძიება გათვლილია როგორცმოზრდილ ასევე მცირეწლოვან მაყურებელზე. პროგრამის პირველი ნაწილი დაეთმობა ბავშვებს - მათთვის გაიმართებასპექტაკლი „ზღაპარი შვიდ მხიარულ ბეკეკაზე“, რომელსაც ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრიწარმოადგენს. ბავშვებს უფროსებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხატვის, ცეკვისა და სიმღერისვორკშოპებში.
პროგრამის მეორე ნაწილში გაიმართება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის სხვადასხვა თემისწარმომადგენლები. პარალელურად შევეცდებით გავაცოცხლოთ ტრადიციული თბილისური ჩაის სმის რიტუალი, სადაც სტუმრებს ჩაისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება მიეცემათ.
კაუკულტი არის საერთაშორისო, ინტერკულტურული პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ კულტურასთანდაკავშირებულ ინიციატივებს, ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას სამხრეთ კავკასიაში. ეს უნიკალურიმრავალფეროვნება წარმოადგენდა კავკასიის რეგიონის ძალას მისი ისტორიის მანძილზე და შედეგი გამოიღო საოცრად ფართორიგ კულტურულ გამოხატულებებში.
გასული ათწლეულების ომებმა და კონფლიქტებმა ჩრდილ ქვეშ მოაქცია კავკასიის ამუნიკალური მახასიათებლის სილამაზე და ძალა. კაუკულტის მიზანია, თავიდან აღმოაჩინოს კავკასიის კულტურულიმრავალფეროვნება, როგორც გასაღები რეგიონის შემოქმედებითი, პროგრესული და წარმატებული განვითარებისთვის.
სომხეთის,აზერბაიჯანისა და საქართველოს საზოგადოება გააქტიურებული და უფლებამოსილია ხელოვნების ღონისძიებების მეშვეობით.
გარდა ამისა, ეს აქტივობები ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის ორმხრივ და ცოცხალ დიალოგს,რომლებიც განსხვავებული კულტურული ფონის წარმომადგენლები არიან.
პარტნიორი ორგანიზაციები: კავკასიური სახლი; მშვიდობის და განვითარების აკადემია; საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირი
მასალის გამოყენების პირობები






