ავღანეთში ქართულმა ბატალიონმა მორიგი სამხედრო ოპერაცია წარმატებით განახორციელა
საზოგადოება - 18:46, 05 Dec, 2013     2485
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა თავის სამოქმედო არეალში მორიგი სამხედრო ოპერაცია განახორციელა. ბატალიონის “ბრავო” ასეულის ერთმა ოცეულმა ოპერაცია კოდური სახელით „გორდა II“ სოფელ კარეზ საფედში ჩაატარა. 
სოფელი რაიონში მოწინააღმდეგის აქტიურობით გამოირჩეოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, დასახლებაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქების 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამავე სოფელში, ბათუმის ბატალიონის წინამორბედმა 42-ე ბატალიონმა IED-ი ბომბების სამალავი აღმოაჩინა. 
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა „ბრავო“ ასეულის ოცეულს სოფელში ოპერაციის ჩატარება დაავალა. ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ადგილობრივ უხუცესებთან გასაუბრება, მათგან სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მიღება, ამბოხებულების აღმოჩენა და ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასება იყო.
სოფელში შესვლის შემდეგ, ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოლაპარაკებები ადგილობრივებთან გამართეს. „გორდა II“ 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ჯარისკაცებმა სასურველი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს და ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. კომბინირებული ოპერაციაში ქართველ და ამერიკელ ქვეითებთან ერთად, ჯავშანმანქანა „MRAP“-ებიც მონაწილეობდნენ. კოალიციის ჯარისკაცების საჰაერო უსაფრთხოებას უპილოტო საფრენი აპარატი და “სუპერ კობრა“ მოდელის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42