უელსის ერთ–ერთ სანაპიროზე ოჯახთან ერთად სეირნობისას, 4 წლის გოგონამ დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა. ახლა ეს აღმოჩენა მუზეუმისკენ მიემართება, სადაც გამოიფინება მემორიალურ დაფასთან ერთად, რომელზეც წაწერილი იქნება მისი აღმომჩენის ვინაობა.
რიჩარდ უაიდერის განცხადებით, 23 იანვარს ის ოჯახთან ერთად სეირნობდა სანაპიროზე, რომელიც სამხრეთ უელსში მდებარეობს. მისმა 4 წლის ქალიშვილმა კი მამის ყურადღება კლდისკენ მიაპყრო.
„ეს ძალიან კარგი აღმოჩენა იყო იმისათვის, რომ სიმართლე ყოფილიყო. თუმცა, რეალობა აღმოჩნდა. ისეთი ეფექტი ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ ხელოვნურად ამოჭრა კლდეზე ის“, – იხსენებს უაიდერი.
ოჯახის მიერ Facebook–ზე გავრცელებულმა ფოტოებმა უელსის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო. შემდეგ კი სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს ის.
დინოზავრის ნაკვალევი 220 მილიონი წლის აღმოჩნდა. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენა დაეხმარება პალეონტოლოგებს წარმოდგენა შეიქმნან და გამოიკვლიონ თუ როგორ მოძრაობდნენ დინოზავრები.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი თუ რომელი სახეობის დინოზავრის ნაკვალევი იქნა აღმოჩენილი.


მასალის გამოყენების პირობები






