ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მაქსიმალურად დისტანცირდებიან პროცესის პოლიტიზირებისგან. როგორც ჩხიკვაძე განმარტავს, თავადაც ძალიან შორს დგას პოლიტიკისგან:
"ვერ დამიდასტურებთ იმ მოცემულობას, რომ სასამართლო პოლიტიკური კონტექსტით მონაწილეობს ამ საკითხში. ძალიან შორს ვარ რაღაც ტიპის პოლიტიკური პროცესებისგან და ამაში დაგარწმუნებთ ჩემი მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში. ყველას მოვუწოდებ, სასამართლოს და მხარეებს, მოგვცენ საშუალება, გონივრულობის ფარგლებში, ზედმეტი ემოციების გარეშე გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები და რასაც მოგვცემს შესაძლებლობა, გარწმუნებთ, შედეგი მტკიცებულებებიდან გამომდინარე იქნება", - განაცხადა ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურარურა მას რუსთავი 2-ის ქონების გაფლანგვას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






