5 დეკემბერს, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად, კორპორატიულ კალენდარზე მუშაობა დაიწყო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, კალენდარში გამოყენებული იქნება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მიერ ტყის თემატიკაზე შექმნილი ნახატები. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტომ პატარებს კალენდრის შესაქმნელად სახატავი მასალები გადასცა.
კალენდრის პრეზენტაცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნახატების საქველმოქმედო გამოფენაზე მოხდება, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით წინასაახალწლო დღეებში გაიმართება.

გამოფენაზე დაიდგმება საქველმოქმედო მწვანე ყუთი, რომელშიც ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ნებისმიერ მოწვეულ სტუმარს საშუალება მიეცემა დაეხმაროს პატარებს და „გაუფრთხილდეს სიცოცხლეს“.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 30 ბავშვი ინტენსიურ თერაპიას გადის. მათი ასაკი 0 დან 18 წელია.მასალის გამოყენების პირობები






