,,ვფიქრობ, რომ აუცილებლად გასამიჯნია ეროვნულობა-შავრაზმელობა და ფაშიზმი. ეროვნულობას არანაირი საერთო არა აქვს შავრაზმელობასთან, ხოლო ფაშიზმი ყველაზე დიდი მტერია ეროვნულობისა.
ებრაელი ერი, ქართველი ებრაელები გახლავთ საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი, პირადად ჩემთვის ქართველი ებრაელები აღიქმება როგორც ქართველები, რომლებსაც ისევე უყვართ საქართველო, როგორც ქართველებს, ამიტომ ესეთი ტიპის აქციები, ჩემი აზრით, არის სრულიად მიუღებელი.
ჩვენ ეროვნულები ვემიჯნებით შავრაზმელობის და ფაშიზმის ყველანაირ გამოვლინებას და ვფიქრობთ, რომ დიდ ებრელ ერთან ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს ძმური და მეგობრული. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ნებისმიერი ის პირი, რომელიც შეურაცხყოფს ებრაელთა რელიგიურ გრძნობებს, ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც პროვოკატორი.
არ შეიძლება შავრაზმულ-ფაშისტურ დროშას ამოფარებული პროვოკატორებისთვის ასპარეზის მიცემა, ეს აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ჰიტლერის ავადმყოფურმა იდეებმა მიიყვანა მსოფლიო იმ დონეზე, რომ ნაციონალიზმი სალანძღავ სიტყვად იქცა მთელს მსოფლიოში, ამიტომაცაა, რომ ფაშიზმი გახლავთ ეროვნულობის ყველაზე დიდი მტერი, ხოლო შავრაზმელობა რეგრესისა და ქართული ეკლესიის ნგრევის სიმბოლო.
ებრაელები გახლავთ ის იშვიათი გამონაკლისი ქართულ სინამდვილეში, რომლებსაც ისევე უყვართ საქართველო, როგორც თავისი სამშობლო!!!!!!
ძირს ფაშიზმი და შავრაზმელობა - გაუმარჯოს ეროვნულ საქართველოს და ებრაელთა და ქართველთა ძმობას!!!!!!!!“, -წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






