რეპორტაჟი ოკუპირებული ტერიტორიებიდან (ფოტო)
საზოგადოება - 16:08, 05 Dec, 2013     4057
საოკუპაციო რეჟიმმა დიცის, დვანის და ღოღეთის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის  ქვეშის, ციცაგიაანთკარის, ახრისის 2 -ად გაყოფა დაიწყო. 
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სამივე სოფელში აბრები დაამონტაჟეს, რომელზეც გაუმართავ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წერია, რომ სახელმწიფო საზღვარია და გადაადგილება იკრძალება. რუსების მიერ დამონტაჟებულმა აბრებმა ქვეშის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. როგორც ადგილობრივები "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნავენ, დამონტაჟებული აბრების მიღმა მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები ექცევა.  "ნაკვეთები იქით ჰყვება ჩვენ კი აქეთ ვრჩებით, რა გვეშველება? ვინ რას მოგვცემს? აღარ შეგვიძლია დავიღალეთ ხალხი. ჯერ ჩვენს ბაღებში აქამდეც შიშით დავდიოდით ხან ვის დაიჭერდნენ ჩვენი სოფლიდან საზღვარი გადაკვეთეო ხან ვის. ამ ზაფხულს ჩემს მეზობელს აღებული მოსავალი წაართვეს. ბაღში შეუვარდნენ და წაართვეს", - აცხადებს ქვეშის მკვიდრი გიული ელიზბარაშვილი. 

"42 ჰექტარი საფრთხის ქვეშ არის ყოველდღე ველოდებით ან დღეს დაიწყებენ მავთულხლართების გავლებას ან ხვალ და მერე ჩათვალოთ, რომ უნდა დავრჩეთ ყველაფრის გარეშე. რუსებმა სოფელში რამოდენიმე წლის წინაც დაამონტაჟეს სოფელში ბოძები, მერე რაღაცა მოლაპარაკებები იყო და ისევ ამოიღეს", - ამბობს ვალერი დარბაიძე. 


3 სოფელს, სადაც რუსებმა აბრები დაამონტაჟეს, ოკუპირებული ზემო არცევი ესაზღვრება სწორედ ზემო არცევში რუსები რამდენიმე დღეა, სატელეფონო ანძას აშენებენ, რაც ადგილობრივების აზრით, შესაძლოა, ახლომდებარე სოფლებისთვის დამატებითი პრობლემაც გახდეს. მათი თქმით, სოფელში გავრცელდა ხმები, რომ ზემოთ აღნიშნული ანძა ე.წ. სიგნალის ჩამხშობის ფუნქციასაც შეასრულებს. დღეს დილიდანე.წ. მესაზღვრეები ოკუპირებული ზემო არცევიდან მაქსის უბნამდე დამაკავშირებელ ხიდს აშენებენ "ნიუპოსტმა" აღნიშნული ფოტომასალის გადაღება შეძლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42