ავსტრიელმა კაცმა, რომელიც დეკემბერში გარდაიცვალა, თავისი ქონება იმ ფრანგული სოფლის მაცხოვრებლებს დაუტოვა, რომელთაც მისი ოჯახი ნაცისტური გერმანიის მმართველობის დროს გადამალეს და სიკვდილისგან იხსნეს მეორე მსოფლიო ომის მიმდიანრეობისას.
ერიხ შვამმა, ებრაელმა ლტოლვილმა, რომელიც სოფელში მშობლებთან ერთად ჩამოვიდა 1943 წელს, ანდერძით დაუტოვა ასობით ათასი ევრო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ამის შესახებ წერს CNN-ი.
„ ჩვენ უაღრესად პატივცემულები ვართ და ამ თანხას გამოვიყენებთ შვამის ანდერძის თანახმად“ - განაცხადა ადგილობრივი დასახლების მერის მოადგილემ.
ანდერძში, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 9 ნოემბრით, შვამი წერს,რომ მას სურს მადლობა გადაუხადოს სოფლის მაცხოვრებლებს კეთილად მასპინძლობისა და განათლების მიღების შესაძლებლობისათვის. როგორც ცნობილია, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მას სწავლებისათვის აუცილებელი რაოდენობის თანხა მისცეს მაშინ, როდესაც ფინანსურად ძალიან უჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები






