მათი თქმით, მას შემდეგ რაც მათი მოთხოვნის პასუხად რეაგირება ვერ დაინახეს.
"უყურადღებობის გამო დავიჩეხეთ თავები. "ჟეშტით" მკლავის არეში მივიყენეთ თვითდაზიანება. 30 ნაკერი ადევს დავით ორჯონიას მე კი 34", - აცხადებს "ნიუპოსტთან" ნუკრი ბელქანია.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც თვითდაზიანებები მიიყენეს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩაგვიყვანეს სარდაფში და მაგრად გვცემეს. ტყუილია თითქოს ციხეებში პატიმრებს აღარ სცემენ. რაც წინა ხელისუფლების პირობებში სიტუაცია იყო ახლაც გრძელდება", - აცხადებენ პატიმრები.
მათივე ინფორმაციით რუსთავის N 6 საპატიმროში ამ დროისთვის 100-მდე პატიმარი შიმშილობს მოშიმშილე პატიმართა პროტესტი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შეჩერებას და მათთვის არაადეკვატური სასჯელების შეფარდებას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






