,,ზვიად ქორიძემ ("ექსპერტმა") განაცხადა, პატრიარქი ევროპულ არჩევანსა და პროგრესს ეწინააღმდეგება ხელისუფლების შემოთავაზებულ თვითმმართველობის კანონის წინააღმდეგ რომ გამოდისო.
–ბატონო "ექსპერტო",პატრიარქი ამ შემთხვევაში ევროპულ არჩევანსა და პროგრესს, ან თუნდაც თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციას კი არ უპირისპირდება, არამედ საქართველოს კუთხეებად დაშლის რუსულ შეკვეთას, რომელსაც რესპუბლიკელები და თქვენნაირები წლების მანძილზე ემსახურებით. ადგილებზე თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, მაგრამ კახეთად, იმერეთად და ა.შ. ანუ ეთნოგრაფიულ კუთხებად საქართველოს პოლიტიკური დაყოფა და ამის აშკარა შედეგები ვისაც აწყობს, სრულიად ნათელია და ამას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ არჩევანთან და მით უფრო ზოგადად პროგრესთან“, - წერს თამარ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






