ვისი დავალებით წაიყვანეს ჩხოროწყუელი მოსწავლეები მერიის ტუალეტების მოსარეცხად?- ხმაურის შემდეგ პედაგოგები ბავშვებს სთხოვდნენ, ვიდეო წაეშალათ
სამართალი - 11:25, 01 Feb, 2021     2515
ვისი დავალებით წაიყვანეს საპირპარეშოების მოსარეცხად მეშვიდე კლასელები ჩხოროწყუს მერიაში?- გამოძიების სერია სამეგრელოში.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომ ჩხოროწყუს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიის დასუფთავება აიძულეს.

როგორც ირკვევა, მეშვიდე კლასელები ადმინჯისტრაციულ შენობაში მასწავლებელმა დირექტორის თანხმობით წაიყვანეს.

ამასთან, როგირც "ნიუპოსტს" უყვებიან, ხმაურისა და მშობელთა პროტესტის შემდეგ მასწავლებლები ბავშვებს აიძულებდნენ მათ მიერვე გადაღებული მასალა წაეშალათ.

არასრულწლოვანები კი ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო თუ ისინი მერიაში სველი წერტილების დასასუფთავებლად მიჰყავდათ. მათი თქმით გამგეობაში სულ 10 ბავშვი იყო მისული. თავდაპირველად მათ მიმღები დაალაგებინეს. რის შემდეგაც ორმა ბავშვმა ტუალეტით ისარგებლა, რის შემდეგაც მათ მოსთხოვეს ტუალეტი იძულებით მოერეცხათ.

​მოსწავლეების თქმით, ისინი სკოლიდან ეთერი ჯაფარიძემ წაყვანა. ჯაფარიძე მერიის ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც კონტრაქტი ახლახან ამოეწურა.

სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს. თუმცა იქვე დასძენს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

გამოძიების შედეგებს ელოდება მუნიციპალიტეტი მერი, დათო გოგუა. მაღალჩინოსანი იწმუნება, რომ აქციის შესახებ არაფერი იცოდა და ეს იყო ერთი პირის თვითნებური ქცევა.

"სიღრმეებიში არ ჩავალ, მაგრამ როგორც კი გავიგეთ ეს ფაქტი, მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. თვითნებობას ჰქონდა ადგილი. ეს არავითსნ შეთანხმებული არ ყოფილა. მას (ეთერი ჯაფარიძეს) ხელშეკრულება ამოწურული ჰქონდა. ის ჩვენთან აღარ მუშაობდა"- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი. თუმცა დავით გოგუას არ აქვს კითხვაზე პასუხი, როგორ მოახერხა ყოფილმა თანამშრომელმა ადმინისტრაციულ შენობაში ბავშვების შეყვანა.

​ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც "ნიუპოსტს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42