ნარმანიამ შეცდომა დაუშვა, როცა კორკოტების და გრეჩიხების არგუმენტებს, მეც ჯიგარი მაქვს დაუპირისპირა
პოზიცია - 14:47, 05 Dec, 2013     5110

_ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც დღეს პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგნად იქცა, არის თვითმმართველობის რეფორმა და საარჩევნო კოდექსი, არასაპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად თანამშრომლობს ამ საკითხზე და საკუთარ წინადადებებს უყენებს ხელისუფლებას. როგორია ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ახალი ხელისუფლება გვთავაზობს?

_ჩვენ ,,ნაციონალური მოძრაობა“ პრობლემას ვერ ვხედავთ იმაში, რომ თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდეს, ჩვენ 2004 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ცვლილებები დავიწყეთ, მაგალითად, თბილისის მერი ჯერ საკრებულოს მიერ არჩეული გახდა, ხოლო შემდეგ პირდაპირი წესით აირჩა. ახლაც, დღევანდელი რეფორმის გეგმაში ჩადებულია, რომ კიდევ სხვა ქალაქების მერები და რაიონის გამგებლები იყოს არჩევითი, შესაბამისად არის რაღაც ელემენტები იმ რეფორმისა, რაც ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ არის მნიშვნელოვანი კითხვები, რის გარეშეც, უბრალოდ, გაძნელდება დისკუსია ამ თემაზე.

_კონკრეტულად რა კითხვები აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას“?

_პირველი კითხვაა, რამდენი ახალი მუნიციპალიტეტი უნდა შეიქმნას, ნავარაუიდევია, რომ დღვანდელი 63 მუნიციპალიტეტის ნაცვლად უდა იყოს 100-ზე მეტი მუნიციპალიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებული რაიონული დაყოფის სისტემა უნდა შეიცვალოს, მცირემოსახლეობიანი მუნიციპალიტეტები დარჩება ისევე, როგორც არის, მაგრამ დიდმოსახლეობიანი, უნდა დაიყოს, მაგალითად ქობულეთში ქობულეთის რაიონი კი არ იქნება, არამედ შეიქმნება 4 მუნიციპალიტეტი. ქობულეთის, ჩაქვის ოჩხამურის და კიდევ მეოთხე. ეს რეფორმა განახორციელო ისე, რომ არ კითხო აზრი ხალხს, ადგილობრივ მოსახლეობას, ძალიან რთული იქნება.

მეორე - დაკავშირებულია არჩევნების წესთან. გაურკვეველია, რა სისტემით ტარდება არჩევნები და ამაზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფინანსები და რას ვგულისხმობ- ის მონახაზი, რომელიც მთავრობას აქვს თავისთავად იწვევს მუნიციპალიტეტების ზრდას. ეს ბუნებრივად იწვევს იმას, რომ შეიქმნება უფრო დიდი ბიუროკრატიული აპარატი, შესაბამისად უფრო ძვირი თვითმმართველობა. ისმევა კითხვა - არის თუ არა ამის თანხები ბიუჯეტში? ჩვენ ისედაც ვხედავთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა 4%მდე და მთავრობა, იმ მიზნით, რომ დააბალანსოს ბიუჯეტი, იღებს 1600000 ვალს. ამ პირობებში არის კი ამ რეფორმისთვის ფული?

გარდა ფინანსებისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა იქმნება ახალი მუნიციპალიტეტები, რამდენად ესწრება საჯარო მოხელეთა მომზადება - ტრენინგი, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.

მთავრობა ასევე აპირებს გადახედოს, როგორ უნდა დაიხარჯოს ფული ადგილებზე. ხომ არ გამოიწვევს ეს პრობლემებს? მაგალითად, შესაძლებელია, რომ დიდმა სოფელმა ბუბებრივად მეტი დეპუტატი გაიყვანოს საკრებულოში და მთელი ბიუჯეტი მათ თავისი სოფლისკკენ გადაქაჩოს და პატარა სოფელი დარჩეს ისე. მთავრობამ პასუხი უნდა გაგვცეს - ეს ბალანსი როგორ იქნება დაცული?

_რაც შეეხება რეგიონულ დაყოფას, რაზეც კათოლიკოს-პატრიარქმაც კი გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ რეფორმის ამ სახით გატარება ქვეყნის რღვევის წინაპირობად შეიძლება იქცეს...

_ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგიონული დაყოფა. ჩვენ გვინდა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რომელიც შევარდნაძის დროს შეიქმნა, მაგრამ შევარდნაძის და ჩვენი ხელისუფლების დროსაც, დღემდე გუბერნატორი იყო ისეთივე, როგორიც ფრანგულ სისტემაში პრეფექტი - ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი რეგიონში, რომელიც კოორდინაციას უწევს იმ მასშტაბის პროექტებს, რომელიც აღემატება ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებს. აქ, რასაც მთავრობა გვთავაზობს, შემოდის რეგიონის დონეზე თვითმმართველობა.

- ეს ხომ კონსტიუტუციასთანც წინააღმდეგობაში მოდის?

_ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღსდგება, მანამდე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა არის გადავადებული. თუ ამ გზით წავალთ, წინ ვასწრებთ კონსტიტუციურ ნორმას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნაადრევია, გარდა იმ კითხვის ნიშნებისა, რაც დღეს პატრიარქმა დასვა. ამიტომ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მთავრობამ თავისი მკაფიო გეგმა დროზე თქვას,  რომ საზოგადოებამაც და ჩვენც პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა ფინანსურად ძვირი დაჯდება და ამიტომ, იმ პირობებში, როცა ბიუჯეტი მილიარდით არის გარღვეული და გაისად მილიარდ ექვსასი მილიონიან ვალს იღებს მთავრობა, სოციალური ვალდებულებების დასაფინანსებლად, ასეთი ძვირადღირებული რეფორმის განხორციელების თავი აქვს თუ არა ქვეყანას, ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

- საუბარია იმაზე, რომ, არჩევნებმა ოქტომბრამდე გადაიწიოს, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემასაც ასახელებს. აქვე იმასაც საბრობენ, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ არსებობს შიდა დაპირისპირება ამ საკითხთან მიმართებაში. რამდენად შეიძლება ხელს აძლევდეს პარტია ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემოდგომაზე გადაწევა? ხომ არ უნდა ველოდოთ იმასაც, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები ცალკე გამოვიდნენ არჩევნებზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების გადაწევის?

_რა პოლიტიკური დუღილი მიმდინარეობს თვითონ კოალიციის შიგნით, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე რამოდენიმე ასპექტს გამოვყოფ, რაც უკავშრდება არჩევნების შემოდგომისათვის სავარაუდო გადადებას.

პირველი - დღევანდელი თვითმმართველობები 4 წლით არის არჩეული. ანუ მოხდება ამ ვადის დარღვევა. რამდენად მიზანშეწონილია ეს ფაქტი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ამის შესახებ ბუნებრივია მთავრობა გვეტყვის.

მეორე - ჩვენ მოვახდინეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფიერბა, ხელმოწერა არ მომხდარა. ხელმოწერას, რაც ღიად იქნა გაცხადებული, 2 წინაპირობა უდევს წინ - ერთია შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის დასრულება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. ფორმალურად არავის უთქვამს, რომ ასევე დაგვაკვირდებნიან და შეგვაფასებენ ადგილობრივი  თვიოთმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თუ ჩვენ გვნდა, რომ ერთი წლის თავზე ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ეს მოხდეს სწორედ ხელმოწერამდე. თუ ადგილობრივი არჩევნები გადაიწევს, შეიძლება გაჩნდეს საკითხი, ხომ არ დაველოდოთ არჩევნებს და შემდეგ მოვახდინოთ ხელმოწერა...

მოხდა ის, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების ტალღაზე ,,ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივი მეთოდებით ჩაიგდო ხელში თითქმის ყველა თვითმმართველობაში საკრებულოს უმრავლესობა და შემდეგ დანიშნა თავისი გამგებლები, გარდა თბილისის მერისა. თუმცა მოიპოვა უმრავლესობა თბილისის საკრებულოშიც შერჩევითი სამართლის და პოლიტიკური დევნის მეთოდების გამოყენებით. ამიტომ, ადგილობივი არჩევბნების ჩატარება და ხალხის ნების მიხედვით ამ ორგანოების ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. შესაბამისად, ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების აქტიურ ი მონაწილეობით და თუ ყველა დაეთანხმება ამ გადაწყვეტილებებს პრობლემა არ არაის. თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ - "ჩვენ ესე გვინდა და ესე უნდა ჩავატაროთ“ - ამას საზოგადოება უარყოფითად შეხვდება.

- ვარაუდობთ თუ არა, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩენოდ კვლავ გაააქტიუროს რეზონანსული საქმეები, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახელისუფლო მოღვაწეობას უკავშირდება?

_ჩვენ ერთი მაგალითი გვაქვს უკვე იმისა, რომ ხელიდუფლებამ გადაწყვიტა ბაჩო ახალაია ნებისმიერი ხერხით და მეთოდით უნდა იჯდეს ციხეში. იგი რამდენიმე საქმეზე გაამართლა სასამართლომ, ხოლო გაამტყუნა ციხის ბუნტის საქმეზე კანონიერი ქურდების მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე, რაზედაც მოხდა მისი ამნისტირება. მაგრამ არ ხდება მისი გათავისუფლება, რადგან ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ახალაია უნდა იყოს ციხეში. გამართლებისთანავე, სასამართლოს მიერ, წარედგინა ახალი ბრალი და წინასწარი პატიმრობით კვლავ ციხეში იმყოფება. ვფიქრობ, დიდია ალბათობა იგივე განმეორდეს ვანო მერაბიშვილის მიმართაც, თუკი დაინახავს ხელისუფლება, რომ მისთვის დღეს წარდგენილ აბსურდულ ბრალდებებზე მერაბიშვილს სასამართლო გაამართლებს.

ფაქტია, რომ ხელისუფლება რომელიც ვერ ასრულებს დანაპირებს, რაც დრო გადის კარგავს რეიტინგს. ამის საკომპენსაციოდ ,,ქართულ ოცნებას“ დასჭირდება ისევ ილაპარაკოს ე.წ. სისხლიან რეჟიმზე, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ხანაზე და არ გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულზე მოხდეს მსგავსი თემების წამოწევა.

- არსებობს მოსაზრება, რომ ახალი პროკურორის პირობებში შესაძლებელია გადაიხედოს თქვენი საქმეები და მოხდეს ბრალის დამძიმებაც...  

_ქუთაისში სამუშაოს მაძიებელთა საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართა წინა ხუთშაბათს და უნდა ყოფილიყო მეორე დღესაც, ანუ 29 ნოემბერს, პროკუტრატურამ მოგვთხოვა სხდომის გადადება 6 დეკემბრამდე, აიღო 1 კვირიანი შუალედი თან იმ საქმეზე, სადაც 4000 მოწმეა დასაკითხი, მაშინ როცა პროკურატურა პირიქთ უნდა ითხოვდეს, რომ ყოველდღე ჩაინიშნოს სხდომა, რათა სწრაფად წავიდეთ წინ. მე მაშინვე განვაცხადე დარბაზში, რომ პროკურატურა ვერ გააგრძელებს იმ რეჟიმში, როგორც მანამდე მიდიოდა სასამართლო, კერძოდ - მოდიოდნენ მოწმეები, არაფერს არ საუბრობდნენ ისეთს, რაც დაადასტურებდა ვანო მერაბიშვილისა და ჩემს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი მადლობას გვიხდის იმ რეფორმებისათვის, რაც გავახორციელეთ. ამიტომ პროკურატურამ აიღო ერთკვირიანი ტაიმაუტი, მე მაშივე ვთქვი, ეს მათ სჭირდებათ მოსაყვანი მოწმეების დასამუშავებლად და ზემოქმედებისათვის. თუ რამდენად წარმატებით განახორციელებს ამას პროკურატურა,  6 დეკემბრიდან დავინახავთ. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი პროკურორი ფარცხალაძე ახლა ეცნობა ამ საქმეს და პროკურატურას სჭირდებოდა ეს ტაიმაუტი.

ძალიან მკაფიო იყო სიგნალებვი ვილნიუსში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ქართველები ემოციური ხალხი ხართ და მალე უნდა დასრულდეს ის ვენდეტა, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ყოფილი მთავრობის წინაააღმდეგ  ახორციელებს - ,,საკმარისია, განაგრძეთ რეფორმები“ - ეს თქვა მან სიტყვასიტყვით.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა დაიწყო პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით, ამიტომ, რას იტყვის კარლ ბილდტი და სიკორსკი, ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების გზაზე.

ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ ვილნიუსის შემდგომ მთავრობამ უარი თქვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კონმისიის შექმნაზე, რაც ბუნებრივი იყო, რადგან ამ იდეას მოჰყვა დიდი საერთაშორისო კრიტიკა, რაც სასამართლოში უხეშად ჩარევის მცდელობად ჩაითვალა. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საქმე სასამართლოს შიგნით უნდა გაირჩეს და არა ზესამართლებრივი ორგანოების მიერ, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით განიხილავს საქმეებს. ამიტომ ამ კომისიაზე იქნა ნათქვამი უარი, თუმცა ამასაც მოჰყვა "ასავალდასავალის" იდეოლოგებისგან მკვეთრი კრიტიკა.

_თქვენ ფიქრობთ, რომ თავრობა დღეს გამოსავალს ეძებს, რათა თავი აარიდოს საერთაშორისო კრიტიკას?

მთავრობამ თავად ჩაიგდო თავი ხაფანგში - მისი რიტორიკა 1 ოქტომბრის არჩევნებამდე და 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევმენების წინაც იყო მუდმივად ცეცხლზე ნავთის დასხმა და ამიტომაც უწევთ ამ თემიდან გამოსვლა. შეუთავსებელია - ერთის მხრივ ევროკავშირთან დაახლოება და მეორეს მხრივ, რევანშზე, ანგარიშსწორებაზე საუბარი. დეკემბერი იქნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ დავინახოთ თუ რას აპირებს ხელისუფლება.

_უკრაინის თემას რომ შევეხოთ, ფაქტია, ყველამ ვნახეთ რა ზეწოლა განახორციელა რუსეთმა უკრაინაზე. რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან და რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის ფაქტორი საქართველოსთვის.

_ჩვენთან მიმართებაში უკრაინის ფაქტორის შეფასებისას, მე ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ცოტა არაადექვატური შეფასებები გაკეთდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო სრულად ადექვტური, მან თქვა, რომ თუ უკრაინა აცდება ეცროპის გზას და ის დაბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროში, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს მომავალზე, რადგან ეს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ჩავარდნა. უკრაინა ამ პროგრამის საყრდენი წერტილია. დიდი მნიშვნელობა აქვს მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, მაგრამ უკრაინა არის გადამწყვეტი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლდოვა ახლოს არის ბალკანეთთან, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ეტაპი ეხება, ხორვატია 2013 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, ამასთან მოლდოვას  ჰყავს ისეთი ელმავალი ჩაბმული, როგორიცაა რუმინეთი. საქართველოს შემთხვევაში ეს მთლად ასე არ არის, თურქეთსაც და ჩვენც გვინდა დაახლოება ევროკავშირთან, მაგრამ იცით, რომ  წინაღობები არსებოიბს. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულია, რომ მოლდოვა, უკრაინა, საქართველო ერთ პაკეტში იქნას განხილული. თუ უკრაინა ამოვარდება, ამან შეიძლებნა გაანელოს აღმოსავლეთის ევროკავშირის გაფართოების სურვილი და შეგვიქმნას დამატებითი ბარიერები. ამიტომ უკრაინა საკვანძო საკითხია და ამაში უსუფაშვილს ნამდვილად დავეთანხმები. სასურველია, რომ კოალიციის სხვა წარმომადგენლებსაც ამგვარად ჰქონდეთ გააზრებული ეს საკითხი.

მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება მიმდინარე საპროტესტო აქციები, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რომც შეინარჩუნოს იანუკოვიჩმა პოზიციები, მას ძალიან გაუჭირდება ისეთივე შედეგი აჩვენოს 2015 წელს, რაც მანამდე ჰქონდა და რაც მთავარია, არამარტო უკრაინელმა ხალხმა, არამედ მთელმა პოსტსაბჭოთა სივრცემ კიდევ ერთხელ დაინახა რუსეთთან დათმობების პოლიტიკას არაფერი სასიკეთო ქვეყნისთვის არ მოაქვს.

_ერთი რამ ფაქტია, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ნელ-ნელა ეცლება ბერკეტები, ომის კი აწარმოა, რა შეიძლება დარჩეს, გნებავთ პოლიტიკური და გნებავთ ეკონომიკური ბერკეტის თვალსაზრისით?

_ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე უკრაინის ან მოლდოვას შემთხვევაში, მაგრამ ბუნებრივია იქნება მუდმივი პროვოკაციები საოკუპასიო ხაზის გასწვრივ და  ეს იქნება ისევ ღვინის ბაზარი. მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ისევ ჩაიდინოს მანიპულაცია ღვინის ბაზრის დაკეტვით. მოლდოვას წელს უკვე ოთხჯერ გაუხსნა და დაუკეტა ბაზარი და ქვეყანა თავის სტრატეგიას ონიშენკოს ნებასურვილზე, მაშინ როცა ეს ომიშენკოს კი არ პუტინის ნებასურვილია, ვერ ააწყობს.

_რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესებს...

_ჩვენი პარტია პოლიტიკური დევნის პირობებშიც მუდმივად მუშაობს შიდა სტრუქტურის დახვეწაზე, შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებაზე. საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ჩავატარეთ პრაიმერისი, ჩატარდა ყრილობა, სადაც დამტკიცდა ახალი წესდება და განისაზღვრა, რომ პოლიტიკური საბჭო არის ძირითადი მმართველი ორგანო, პარტიას ყოველდღიურად უნდა მართავდეს სამდივნო. ეს სამდივნო 1 დეკემბერს იქნა არჩეული ღიად და გამჭვირვალედ, კონსენსუსუის გზით, რამოდენიმე ადამნიანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა კონკურენტის სასარგებლიდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთის მხრივ ღიად ვაფიქსირებთ, რომ  გარკვეულ თანამდებობებზე ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებშიც.  და აქვე თუ ვხედავთ, რომ გარკვეული მოსაზრებების გამო ესა თუ ის ფუნქცია ჯობია სხვა ადამიანმა შეასრულოს, ჩვენ არ გვიჭირს, ვთქვათ, შეასრულოს ხვა ადამიანმა. დღევანდელი სამდივნო არის გარკვეული ნაზავი - სამდივნოში არიან ის ადამიანები, რომლებიც პარტიის სათავეებთან იყვნენ და გავლილი აქვთ მთელი ეს წლები და მასში არიან ის ადამიანები, რომლებიც ან ეხლა შემოუერთდნენ პარტიას, ან ადრე არ ყოფილან პარტიულ საქმიანობაში ჩართულნი. ეს უზრუნველყოფს პარტიის პოზიტიური გამოცდილების შენარჩუნებასაც და ახალი ხედვების შემოტანასაც.

_მერის კანდიდატურებიდან, ჯერ-ჯრობით ჩვენთვის ცნობილია გიგი უგულავას და გიორგი ვაშაძის კანდიდატურა...

_მერის კანდიდატურებს რაც შეეხება, ჩვენ გამოვაცხადეთ ადრეც და ახლაც ამ აზრზე ვრჩებით, რომ მერის კანდიდატურები შეირჩევა პრაიმერისის გზით, მითუმეტეს, რომ გიორგი ვაშაძემ დააფიქსირა თავისი ინტერესი, რომ  იყაროს კენჭი...

_კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ ვინმეს?

_შეიძლება იყოს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორმა ადამიანმა დააფიქსირა - გიგი უგულავამ და გიორგი ვაშაძემ, სხვა ჯერჯერობით  არ ჩანს...

_თქვენ ხომ არ ფიქრობთ?

_არა, მე არ ვაპირებ წამოყენებას, მე არ ვფიქრობ... შეიძლება იყოს სხვებიც. ჩატარდება პრაიმერისი და როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე ახლაც გაირკვევა კანდიდატურა. მე რაც შემეხება, მე ფილოსოფოსი კაცი ვარ და ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას არ ვაპირებ...

_თუმცა საინტერესო იქნებოდა ფილოსოფოსი პრეზიდენტი და ფოლოსოფოსი თბილისის მერი...

_გიგიც ფილოსოფოსია... პრეზიდენტიც ფილოსოფოსია... სანამ ,,ნაცმოძრაობა“ იყო სათავეში ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფილოსოფოსებზე არცთუ დადებითი წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების 62 %-მა მხარი დაუჭირა ფილოსოფოსებს, რასაც უბრალოდ მივესალმები.

_რას იტყვით ნარმანიას კანდიდატურაზე?

აქ ორი მომენტი უნდა განვასხვავოთ, ერთი - ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც კორკოტებმა და გრეჩიხებმა ატეხეს, თბილისელობაზე, ჯიგრის აწონვაზე. ჩემი აზრით, თავად ნარმანიამაც შეცდომა დაუშვა, როდესაც ამგვარ არგუმენტებს აჰყვა და "მეც ჯიგარი მაქვს“ დაუპირისპირა. ამგვარ კამათში როცა შედის ადამიანი, რომელიც თბილისის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას, მე ამას ნაკლად ჩავუთვლიდი.  მაგრამ მეორეს მხრივ, რაზედაც გვაქვს ჩვენ მის მიმართ პრეტენზია, ეს არის მისი არაკომპეტენტურობა და გამოუცდელობა, იმ გაგებით რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდა თბილისში - შემოვლითი რკინიგზა და ის ხიდი, რომელიც თბილისის მარცხენა სანაპიროზე უნდა გადასულიყო. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსაც ეტყობა - ნარმანიამ ვერ აითვისა ის თანხები, რაც გამოყოფილი იყო. არადა ინფრასტრუქტურა, ერთი რომ ამ ქვეყანას სჭირდება და მეორე, ინფრასტრუქტურაში დახარჯული ფული არის ეკონომიკის მთავარი გამწევი. როდესაც ეკონომიკური ზრდის დონე შენელებულია, ფაქტიურად ეკონომიკა გაჩერდა, ამაში დიდი წვლილი შეიტანა იმან, რომ ინფრასრუქტურის სამინისტრომ თანხები ვერ აითვისა. როდესაც ასეთ ადამიანს პრეტენზია აქვს, იყოს ქალაქის მერი, ბუნებრივია კითხვის ნიშნები ისმის - თუ ეს არის ადამიანი, რომელსაც უამრავი პროექტის გაჩერება უკავშირდება - გვინდა კი ასეთი ადამიანი თბილისის მერად?

მესამე საკითხი - თვითმმართელობის კოდექსი, რომელსაც დღეს მთავრობა გვთავაზობს და რომლის შესახებაც თვით პატრიარქმაც კი დასვა კითხვები, ამ რეფორმის ძირითადი ასპექტები სწორედ ნარმანიას უკავშირდება, ამიტომ, უნდა გამოვიდეს ნარმანია და გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42