ისლანდიის პოლიციამ ისტორიაში პირველად იმსხვერპლა ადამიანის სიცოცხლე
ეს საინტერესოა - 14:00, 05 Dec, 2013     5349

2 დეკემბერს, ისლანდიის პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სავარაუდო დამნაშავის დაკავების ოპერაციის დროს მკვლელობას, „უპრეცედენტო შემთხვევა“ უწოდა.

2 დეკემბერს დილას, 50 წლის მამაკაცმა, რეიკიავიკში, საკუთარ ბინაში სროლა დაიწყო. პოლიციამ სახლის მცხოვრებლების ევაკუირება მოახდინა; შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები შეეცადნენ მსროლელთან მოლაპარაკებას. მისი დარწმუნება, რომ იარაღი დაეგდო, ვერ შეძლეს. პოლიციამ ბინაში ცრემლსადენი გაზი შეუშვა. მამაკაცმა საპასუხოდ ფანჯრებიდან მანქანებს დაუწყო სროლა. მაშინ ისლანდიის სპეც-რაზმმა, რომელსაც არაოფიციალურად „ვიკინგების რაზმს“ ეძახიან, შტურმი გადაწყვიტა. როგორც კი პოლიციელები ბინაში შევდნენ, ატყდა სროლა. ერთ-ერთი სპეცრაზმელი მსუბუქად დაიჭრა, ეჭვმიტანილი კი საავადმყოფოში დაიღუპა.

ვინაიდან, ეს ქვეყნის, რომელმაც დამოუკიდებლობა 1944 წელს მიიღო, ისტორიის მანძილზე პოლიციის მიერ მოკლული პირველი ეჭვმიტანილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა დაღუპულის ნათესავებისა და ახლობლების მიმართ და ბოდიში მოუხადა მათ. პოლიციელებმა, რომლებმაც ეჭვმიტანილს ესროლეს, ფსიქოლოგიურ დახმარებას მიმართეს. ამ მოვლენით აღელვებული მოქალაქეებისთვის კი, ადგილობრივ ეკლესიაში მღვდლებთან და ფსიქოლოგებთან შეხვედრა მოუწყეს.

ისლანდიაში დაახლოებით 320 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყოველწლიურად აქ რამდენიმე მკვლელობა ხდება. 1999-2009 წლებში განზრახ მკვლელობების რაოდენობა ისლანდიაში არ აღემატებოდა 1,9-ს 100 ათას კაცზე. შედარებისთვის, აშშ-ში იმავე პერიოდის ეს მაჩვენებელი ხუთიდან შვიდამდე თამაშობს, ხოლო რუსეთში 11,2-დან 30,7-მდე ფიქსირდება.

საინტერესოა, რომ ქვეყნის 300 ათასი მცხოვრების მფლობელობაში 90 ათასი ერთეული იარაღია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42