ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალური თეირანი უარს იტყვის ბირთვული პროგრამის დაჩქარებული წესით მიმდინარეობის შეწყვეტაზე თუ სანქციებს არ გააუქმებს ვაშინგტონი, რომელმაც პირველმა დატოვა ბირთვული შეთანხმების ხელშეკრულება.
ისტანბულში ვიზიტისას მოჰამედ ჯავად ზარიფმა ჟურნალსიტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამერიკელთა იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი დაუყოვნებლივ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით არც ლოგიკასთან ახლოს მყოფი მოსაზრება და მას არც განხორციელება არ უწერია.
„ლოგიკურია ის, რომ პირი რომელიც შეთანხმებიდან გავიდა, უნდა დაუბრუნდეს მას, ხოლო ჩვენ ამ ხელშეკრულების იდეას ვიზიარებთ და მუდმივად მივიღებთ ყველა ზომას ყოველთვის“ - აღნიშნა ზარიფმა
„ამერიკამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო გასულიყო შეთანხმებიდან, არამედ დაეწესებინა სანქციები და მოეხდინა ზეწოლა იმაზე, ვინც შეთანხმების პირობებს მყარად იცავდა...ეს არის ნათელი გამოვლინება კანონის დარღვევის“
„ თუ ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება, ჩვენ სრულად შევასრულებთ შეთანხმების თანახმად ნაკისრ ჩვენს ვალდებულებებს“ - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
მასალის გამოყენების პირობები






