ფილიპინებში, კაცი, სახელად ჯუნრელ ფუენტეს რევილა, თავის მოტოციკლს მართავდა, როდესაც მოულოდნელად ძაღლი გამოვარდა და ყეფით გამოეკიდა, თითქოს მისთვის რაღაცის თქმა სურდა. ჯურნელმა იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მოტოციკლი შეაჩერა და ძაღლს გაყვა. ძაღლმა ის პირდაპირ ნაგავსაყრელზე მიიყვანა, სადაც პატარა პაკეტი იდო. აღმოჩნდა, რომ ეს, ყავისფერ პირსახოცში გახვეული ახალშობილი იყო.
საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი აღმოჩნდა და ის უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. ამბავი სწრაფად გავრცელდა ფილიპინებში და ძაღლი, სახელად ბლექი კი გმირი გახდა. მას შემდეგ რაც ბლექის ისტორია ფილიპინებს გასცდა, როგორც Bored Panda წერს, ფილიპინებში ადგილობრივ ორგანიზაცია Hope for Strays-ს დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმოამდგენლის თქმით, როდესაც ბლექის მოძებნა გადაწყვიტეს და იმ ადგილთან მივიდნენ, სადაც ძაღლმა ახალშობილი აპოვნინა კაცს, იქ არავინ დახვდათ. მოულოდნელად მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ბლექის პატრონი აღმოჩნდა. ლინდონ ოლინგეიმ ისინი სახლში მიიპატიჟა, სადაც ბლექთან ერთად კიდევ 4 ზრდასრული ძაღლი და 5 ლეკვი ცხოვრობს.
“მნიშვნელობა არ აქვს, რომ ღარიბი ვარ, მათზე ყოველთვის ვიზრუნებ” - უთხრა მან ორგანიზაციის წარმომამდგენლებს.
ორგანიზაციამ, კეთილი ოჯახის დასახმარებლად, შემოწირულობებით ძაღლებისა და ოჯახისთვის უამრავი საკვები მოაგვროვა და მათ მიუტანა.




მასალის გამოყენების პირობები






