ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, მდიდარი ქვეყნები კორონავირუსისი საჭინააღმდეგო ვაქცინის იმაზე მეტ დოზას ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. მისი თქმით, მიუღებელია მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაციის დაწყება იმ ფონზე, როცა ღარიბ ქვეყნებში რისკჯგუფებისა და ხანდაზმულები ვაქინაცია არც დაწყბეულა:
„ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება.
„კოვაქსის“ ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ 5 მწარმოებლის ვაქცინების ორ მილიარდ დოზას. 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში საშუალება გვექნება, კიდევ ერთ მილიარდ დოზაზე მეტი მივიღოთ. „კოვაქსის“ ფარგლებში პირველი ვაქცინების დარიგებას თებერვალში ველოდებით. მაგრამ მიუხედვად ამისა, თანაბარი განაწილების დაპირებას საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი ქვეყნები და კომპანიები ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ და „კოვაქსს“ გვერდ უვლიან, რაც ვაქცინებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს ქვეყნები ცდილობენ, ვაქცინების რიგში წინ წაიწიონ.
ვაქცინების დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო. გასაგებია, რომ მთავრობები ცდილობენ, საკუთარი სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აცრან, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდებს უკეთებენ ვაქცინებს, მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანებიც კი არ აუცრიათ.
ბევრმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე მათ სჭირდებათ. კრიტიკულია, რომ „კოვაქსმა“ დამატებითი დოზები მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობებისა და კომპანიების ერთობლივი მოქმედება. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, სოლიდარულად იმოქმედონ. მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






