1. საღეჭი რეზინი – მისი რეგულარული მოხმარება პირის ირგვლივ ნაოჭების გაჩენის გარანტია. ამის მიზეზი კი რეგულარული ღეჭვისას პირის კუნთების დაჭიმულობაა.
2. სმარტფონთან დიდი დროის გატარება – სქროლვისას“ დააკვირდით კისრის პოზიციას, ის დახრილია, შესაბამისად ყელი დანაოჭებული, რეგულარულად ასეთი პოზიცია ამ ნაოჭების დატოვებას გულისხმობს.
3. მზის სათვალეზე უარის თქმა – კანის დაბერებას მზის ზემოქმედება განსაკუთრებით უწყობს ხელს. ამიტომ, მზის სათვალეზე უარი არ უნდა თქვათ, ეს განსაკუთრებით მალე გამოაჩენს თქვენი თვალების ირგვლივ ნაოჭებს.
4. სითხის საწრუპის მოხმარება – ეს პირის გარშემო ნაოჭების გაჩენას იმავე მიზეზით უწყობს ხელს, რა მიზეზითაც საღეჭი რეზინი.
5. ღამის ნიღბით ძილი – თვალებზე აფარებული ნიღაბი არც თუ ისე ჯანსაღი ნივთია, ის თვალების გარშემო სწრაფი დანაოჭების მიზეზი შეიძლება გახდეს, რადგან რეზინმა თუ თოკმა შესაძლოა კანის არასწორი პოზიცია გამოიწვიოს და შედეგად ყოველდღიურად კანის ასე უარყოფითი სტიმულირება კარგ შედეგს არ გამოიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






