თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენმა პუტინს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე დაურეკა, რომელსაც ვადა 2021 წლის 5 თებერვალს ეწურება.
ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო, ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგღძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და პუტინს კიდევ ერთხელ დაუყენა საკითი 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.
კრემლის ინფორმასციით, პუტინმა კოლეგას პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აშშ-სა და რუსეთის ინტერესებში შედის, თუ გავითვალისწინებთ მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე.
კრემლის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ 26 ნოემბერს რუსეთმა და აშშ-მ გაცვალეს დიპლომატრიური ნოტები სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რაზეც ორივე პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა.
პუტინი ასევე შეეხო აშშ-ის "ღია ცის ხელშეკრულებისა" და "ირანის ბირთვული პროგრამის" მოლაპარაკებებიდან გამოსვლის საკითხებსაც.
მასალის გამოყენების პირობები






