იმ პირთაგან, რომლებმაც Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინა მიიღეს, მხოლოდ 0.01 %-ს განუვითარდა აღნიშნული ინფექცია მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით. წინასწარი მონაცემების ცხადყოფს, რომ იმ 128 600 ადამიანიდან, რომელმაც კოვიდ 19-ის ვაქცინის მეორე დოზა მიიღო, მხოლოდ 20-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ისრაელში კოვიდ 19-ის ვაქცინით აცრა 2020 წლის 19 დეკემბერს დაიწყო. ჯანდაცვის ორგანიზაცია Maccabi -ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ძალზე დამაიმედებელი შედეგია, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას გაუადვილებს მსოფლიოს. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ 20 ინფიცირებულიდან 50 % -ს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. თითოეულ ინფიცირებულს დაუფიქსირდა მსუბუქი სიმპტომები- თავის ტკივილი, ხველა, სისუსტე და დაღლილობა. არც ერთი მათგანის ჰოსპიტალიზება არ გამხდარა საჭირო და არც ერთის სხეულის ტემპერატურა არ ყოფილა 38.5 გრადუსზე მეტი.
ამ დროისთვის ისრაელში უკვე 2.6 მილიონმა ადამიანმა მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 1.2 მილიონი კი სრულად აიცრე ორივე დოზით.
ისრაელში კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 600 000 ადამიანზე მეტი, ხოლო 4478 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






