"ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში 47 დღე გაატარა რუსეთს უჩივის და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
სარჩელის მთავარი მიზანია მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია - გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ კომპენსანცია მეორეხარისხოვანია, მან შესაძლოა სიმბოლურად 1 ლარი მოითხოვოს.
"რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაცია იქნება ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო რუსეთის ბულინგის ქვეშაა", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ ცენტრი "ემპათია" მუშაობს. გამოძიებაში კი რომელსაც საქართველოს პროკურატურა გაფრინდაშვილის გატაცების საქმეზე აწარმოებს, ახალი არაფერია.
იურისტი, გოგა ლემონჯავას, თქმით უკვე სამი თვეა გაგზავნილ წერილზე, მთავარი საგამოძიებო უწყებიდან პასუხს ელოდებიან.
"იურისტები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, ცენტრი კი წამების მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
რამდენიმე თვეა პასუხს ველოდებით პროკურატურისგან, დიდი იმედი მაქვს, რომ არ დააყოვნებს და შევძლებთ დაუბრკოლებლად შევიტანოთ სარჩელი ევროსასამართლოში - ამბობს გიგა ლემონაჯავა "ემპათიას" იურისტი.
ცნობისთვის, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე კვირაში უნდა გაიგზვნოს.
მასალის გამოყენების პირობები






