ირანმა კოვიდ 19-ის რუსული ვაქცინა "sputnik v" მოხმარებისთვის ოფიციალურად დაამტკიცა
მსოფლიო - 17:58, 26 Jan, 2021     1309

ოფიციალურმა თეირანმა კოვიდ 19-ის რუსული ვაქცინა, გამალეის ინსტიტუტის მიერ დამზადებული Sputnik V ოფიციალურად დაარეგისტრირა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა თავის რუს კოლეგა ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ ჩვენ გაცნობებთ, რომ SpuTnik v-ის ვაქცინა გამოსაყენებლად უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა ირანში. იგი დამტკიცდა ჩვენი ჯანდაცვის უწყების მიერ და ვიმედოვნებთ, რომ ძალზე მალე შეგვეძლება მისი შესყიდვა“.

რუსეთისა და ირანის მთავრობებში აცხადებენ, რომ აქტიური საუბარი მიდის კოვიდ 19-ის ზემოხსენებული ვაქცინის ერთობლივი წარმოების დაწყებაზე ირანის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამანეიმ გამორიცხა კოვიდ 19-ის იმ ვაქცინების შესყიდვა, რომლებსაც აწარმოებენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

ირანში კორონავირუსით 1 385 706 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 57 000-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 1 177 367 პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42