GHB დამალევინა... დილით მის ლოგინში შიშველმა გავიღვიძე - აზია არჯენტო "ფორსაჟისა" და XXX-ის რეჟისორს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
მსოფლიო - 21:29, 25 Jan, 2021     2759

მსახიობმა აზია არჯენტომ "ფორსაჟისა" და XXX-ის რეჟისორი რობ კოენი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. Il Corriere della Sera-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს 2002 წელს, XXX-ის გადაღებების დროს მოხდა.

"მე კოენზე პირველად ვსაუბრობ. მან მაიძულა GHB დამელია, მთელი ბოთლი ჰქონდა. მაშინ, სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცოდი რა იყო ეს. დილით მის ლოგინში შიშველმა გავიღვიძე", - განაცხადა არჯენტომ.

მისი თქმით, მომხდარზე ის დეტალურად თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "ველური გულის ანატომია" წერს, რომლის გაყიდვა 26 იანვარს დაიწყება.

რობ კოენის ადვოკატი მსახიობის ბრალდებებს უარყოფს.

აზია არჯენტო ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და მოძრაობას #MeToo ჩაუდგა სათავეში.

GHB - გამა-ჰიდროქსიბუტიტრატი, არის უკანონო გაყიდვაში არსებული ნივთიერება, რომელმაც პოპულარობა ბოდიბილდერებში, ღამის კლუბებისა და წვეულებების მოყვარულებში ჰპოვა. GHB არის დეპრესანტი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი განიხილება, როგორც ძალის გამაძლიერებელი, ეიფორიანტი და აფროდიზიაკი.

ცნობილია, რომ GHB ერთ-ერთია იმ რამდენიმე აგენტიდან, რომლებსაც "პაემნის, ან გაუპატიურების" ნარკოტიკად მოიხსენიებენ. ცენტრალური ნერვული სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტის გამო, GHB შეიძლება იყოს ლეტალური, როდესაც მას ალკოჰოლთან ან სხვა დეპრესანტებთან ერთად გამოიყენებენ. აშშ–ის სურსათისა და წამლის ხარისხის კონტროლის საზოგადოებამ აკრძალა მისი წარმოება და გაყიდვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42