რუსი ე.წ. მესაზღვრეები გორის რაინის სოფელ ქვეშშიც გამოჩნდნენ და ე.წ. "სასაზღვრო ტრაფარეტების" დამონტაჟება დაიწყეს, რომელიც ადგილობრივებს ტრაფარეტის მიღმა გადაადგილებას უკრძალავს.
საოკუპაციო ხაზის მიღმა ადგილობრივების მიწის ნაკვეთები მოექცა, როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას მოსახლეობა აღნიშნავს ე.წ. საზღვრის მიღმა დაახლოებით 150 მეტრით არის გადმოწეული, ისინი შიშობენ, რომ მავთულხლართების ინსტალაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ქვეშს ოკუპირებული ზემო არცევი ესაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ქვეშში აგვისტოს ომის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის სადემრაკაციო სამუშაოები დაიწყეს. შედეგად მავთულხლართების მიღმა ექცეოდა როგორც სახნავ-სათესი მიწა, ასევე ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები. თუმცა, შემდგომ, გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად ბოძების მონტაჟი შეწყვიტეს.
მასალის გამოყენების პირობები






