ბრაზილიაში თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად 4 ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელები ახლახან შეურთდნენ მე-4 ლიგის გუნდს და უახლოეს ხანებში უნდა გამართულიყო მათი თამაშის დებიუტი.
თვითმფრინავი აფრენისთანავე მალე ჩამოვარდა- სიმაღლე დაკარგა და ასაფრენ ბილიკზე დაენარცხა, რომლის შემდეგაც საფრენი აპარატი ცეცხლის ალში გაეხვა- შემთხვევა ტოკანტინის შტატში მოხდა. ისინი გოიანიას ცენტრალურ რეგიონში თასის თამაშზე ვილა ნოვა-ს წინააღმდეგ გუნდის დანარჩენი ნაწილისგან ცალკე მიემგზავრებოდნენ, რადგან მათ კოვიდ-19 დაუდასტურდათ. გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ უკვე თითქმის გადატანილი ჰქონდათ ვირუსი და თავის დაზღვევის მიზნით იზოლაციის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მაინც განცალკევებით გადაწყვიტეს მოგზაურობა დანიშნულების ადგილამდე.




მასალის გამოყენების პირობები






