57 წლის დენ პრავატუდო 2 ათეული წლის განმავლობაში ლატარეაში თამაშობდა იმ ციფრებით, რომლებიც თავისმა ქმარმა სიზმარში ნახა. დეკემბერში მეუღლის სიზმარი რეალობად იქცა, როდესაც ცოლმა $60 მილიონიანი ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ წერს CNN-ი. 1 დეკემბერს, როდესაც ორი შვილის დედა სამსახურიდან პანდემიის დროს გაათავისუფლეს, იგი ბანკში მივიდა კომუნალური გადასახადაების გადასახდელად, ამ დროს კი ქმარი მანქანაში ელოდებოდა.
მას შემდეგ, რაც იგი ავტომობილში დაბრუნდა, მეუღლემ განუცხადა, რომ მათ 60 $ მილიონი დოლარი მოიგეს. „ მე არანორმალურად გახარებული ვიყავი და ამ დროს ვტიროდი. პირველად ვერც კი დავიჯერე. მე უნდა ვიყიდო სახლი, შემდეგ კი როცა ნებას დაგვრთავენ უნდა ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო“ - განაცხადა პრავოტოუდომ.
აღნიშული ქალბატონო ლაოსიდან ემიგრირდა კანადაში 1980 წელს 14 დედმამიშვილთან ერთად. ათწლეულების განმავლობაში ის და მისი ქმარი მუშაობდნენ იმისათვის, რათა დახმარებოდნენ ოჯახს- „ ჩემი ოჯახი ფინანსდებოდა ადგილობრივი ეკლესიისგან და იმის გამო, რომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, მე უაღრესად მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერისთვის, რასაც აუცილებლად ადეკვატურად დავუფასებთ".
მასალის გამოყენების პირობები






