ისრაელი კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საერთაშორისო სამგზავრო ფრენებს აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობამ კორონავირუსის შეკავების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მთელ რიგ ებრაულ ქალაქებში გამართა საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციულ შეზღუდვებს სამართალდამცავი უწყებები განსაკუთრებულ მკაცრ კონტროლს უწევენ იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მართლმადიდებელი საზოგადოება ცხოვრობს- სწორედ ამ ზონებში ფიქსირდება ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამის შესახებ ინფორმაციას Sky ავრცელებს.
ინფიცირების მაჩვენებელი ისრაელის მართლმადიდებელ საზოგადოებაში საფრთხეში აგდებს მთავრობის მიერ წარმოებულ წარმატებულ ვაქცინაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მოსახლეობის, 9.2 მილიონი ადამიანის მეოთხედი უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით. მიუხედავად ამისა, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება და ყოველდღიურად 8000-ზე მეტი ადამიანი ავადდება კოვიდ 19-ით. აღნიშული მდგომარეობის გამო ისრაელის მთავრობამ მიიღ` გადაწყვეტილება დახუროს ყველა საერთაშორისო აეროპორტი სამგზავრო ფრენებისთვის, რათა შეამციროს რისკი კოვიდ 19-ის ახალი მუტაცია განვლილი შტამების ქვეყანაში გავრცელების.
ისრაელში ამ დროისთის უკვე 2.5 მილიონი მოქალაქე აიცრა კოვიდ-19-ით, რომლის ფარგლებშიც უკვე 1 მილიონზე მეტმა მიიღო მეორე დოზაც.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 595 000 შემთხვევაა, რომელთგან 4361 ფატალურად დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






