თელავის რეიონულმა სასამართლომ კისისხევში მოხდარი საზარელი დანაშაულისთვის ბრალდებულ 46 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ჯარჯი არაბულს 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობასა და 37 წლის მამაკაცის მკვლელობის მცდელობას ედავება.
დაცვის მხარემ ლალი ჩაველაშვილმა აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნა და განმარტა, რომ დანააულის ჩადენის დროს ბრალდებული აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ იაზრებდა მის მოქმედებას, ახლა კი ჩადენილს ნანობს.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი დანაშაული კისისხევში 22 იანვარს მოხდა - ბრალდებულმა ჯარჯი არაბულმა 28 წლის ქალს მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. ასევე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 37 წლის მამაკცს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა სასწრაფო ოპერაციის შემდეგ მაინც მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






