მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე დიდი კამპანია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 52 ქვეყანაში უკვე 56.7 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღეს ადამიანებმა. ყოველდღიურად 2.85 მილიონი ადამიანის აცრა მიმდიანარეობს საშუალოდ. ამის შესახებ მონაცემებს BLOOMBERG-ი აქვეყნებს. ვაქცინაცია აშშ-ში 2020 წლის 14 დეკემბერს დაიწყო და მას შემდეგ 18.4 მილიონი დოზა ვაქცინა იქნა გაკეთებული ამერიკელი მოსახლეობისთვის.
საშუალოდ ყოველდღიურად 939 973 ადამიანი იკეთებს აცრას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ში მოსახლოების 18-ზე %-ია უკვე ვაქცინირებული.
აშშ-ს შემდეგ მოდის ჩინეთი, სადაც 15 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოსახლოების 1 %-ს შეადგენს.
ყველაზე სწრაფი ტემპით ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე აიცრა 2.9 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 32 %-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






