ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
სამართალი - 15:15, 04 Dec, 2013     1960
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ალექსანდრე გორგაძისა და ზურაბ შამათავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის დანაშაული, რომელიც სააპელაციო სასამართლომ შამათავასა და გორგაძეს შეუფარდა, რეალური არ არის და უზენაესი სასამართლოს მხრიდან შეიცვლება, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გაამართლა. გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს კი თანამდებობის დაკავების უფლება 3 თვის ვადით აეკრძალა.
სასამართლომ ალექსანდრე გორგოძესა და ზურაბ შამათავას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა, მათ საბოლოოდ სასჯელად 3 წელი 9 თვე განესაზღვრათ. ისინი დარბაზშივე დააკავეს. ამასთან, ორივე მათგანს 9 თვის განმავლობაში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალათ.
საქმე ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42